პოჩეტინომ დაასახელა მთავარი მიზეზი, რის გამოც "რეალს" ზაფხულში უარი უთხრა » "რეალის" ფან-კლუბი


პოჩეტინომ დაასახელა მთავარი მიზეზი, რის გამოც "რეალს" ზაფხულში უარი უთხრა

image


ესპანურმა გამოცემამ "El Pais"-მა გამოაქვეყნა "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს ინტერვიუ, სადაც იგი "რეალის" მხრიდან მის მიმართ არსებულ ინტერესს ეხმიანება. 47 წლის არგენტინელის თქმით, მან "სამეფო კლუბს" უარი გასულ ზაფხულს უთხრა.

"თქვენ წარმოგიდგენიათ, თუ რა ძნელია უარი უთხრა ისეთ კლუბს, როგორიც მადრიდის "რეალია" ? ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. მოგატყუებთ, თუკი ვიტყვი, რომ მადრიდის "რეალის" სათავეში ყოფნა პრაქტიკულად ყველა სპეციალისტის ოცნება არაა. მიუხედავად ამისა, მათთვის მომიწია მეთქვა, რომ ესპანეთის დედაქალაქში მოღვაწეობას ვერ განვაგრძობდი."

"ზაფხულში "ტოტენჰემთან" ახალ ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. გავაცნობიერე, რომ ვერაფერს ვიზამდი - პრეზიდენტს ჩემი გაშვება არ სურდა, კონტრაქტის გაწყვეტა კი დამოუკიდებლად არ შემეძლო. მერწმუნეთ და შეეცადეთ გაიგოთ: როდესაც კლუბის პრეზიდენტს შენი რწმენა აქვს, მაშინ მე, როგორც მთავარ მწვრთნელს, არაფრის შიში აღარ მაქვს. როგორ შეიძლება დაიქირავო სპეციალისტი, რომელიც თავის პასუხისმგებლობასა და მოვალეობას ღალატობს? ჩემთვის ღირსება უმთავრესია და წამოსვლა არ შემეძლო."
- განაცხადა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ლივერპული" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. ნახევარ-ფინალურ ეტაპზე, "ბარსელონასა" და "აიაქსის" წინააღმდეგ, ორივე გუნდმა შესანიშნავი ქამბექი შეასრულა. მატჩის შემდგომ, მაურისიომ ყველას, ვისაც კი მისი გუნდის სჯეროდა, გულწრფელი მადლობა გადაუხადა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა