"გგონიათ მარტო ლივერპული აფეთქდა? მადრიდშიც არანაკლებ ცხელოდა!" » "რეალის" ფან-კლუბი


"გგონიათ მარტო ლივერპული აფეთქდა? მადრიდშიც არანაკლებ ცხელოდა!"

image


"Sky Sports Italia"-სთან საუბრისას, მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ "ლივერპულის" მიერ "ბარსელონას" 4:0 ანგარიშით დამარცხების შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ბეკერმა შესანიშნავი რეაქცია გამოამჟღავნა. "ბარსელონას" ფეხბურთელები 3-ჯერ გავიდნენ გოლკიპერის პირისპირ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. კატალონიელები კონცენტრირებულები არ ყოფილან. მეოთხე გოლი საერთოდ რა იყო? საკვირველია. არნოლდისა და ორიჯის მოედნის ხედვა შეუდარებელი იყო. ვალვერდეს ფეხბურთელებს ასეთი შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდათ."

"სხვათაშორის, არ გეგონოთ, რომ გუშინ მხოლოდ ლივერპული აფეთქდა. მადრიდში არანაკლებ ცხელოდა და დიდი ზეიმი იყო. წარმოგიდგენიათ, "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგა მათ ქალაქში რომ მოეგო? ამის შემდგომ, არც კი მინდა წარმოვიდგინო, თუ რას მოიმოქმედებდა ბევრი გულშემატკივარი."
- განაცხადა 72 წლის კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დაწყებამდე, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა ილკაი გიუნდოგანმა შეხვედრის ზუსტი ანგარიში გამოიცნო. მისი თქმით, "ლივერპული" "ბარსას" სწორედ 4:0 ანგარიშით გაისტუმრებდა შინ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა