მარიანოს, ბრაჰიმისა და ვასკესის კომენტარი "ვილიარეალის" დამარცხების შემდგომ

image


მადრიდის "რეალის" მიერ "ვილიარეალის" დამარცხების შემდგომ, "თეთრების" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მარიანო დიასის, ბრაჰიმ დიასისა და ლუკას ვასკესის კომენტარები:

"რთული თამაშების შემდგომ, ძალიან სასიამოვნოა გამარჯვების მოპოვება, მითუმეტეს, როდესაც გოლის გატანის ბედნიერება წილად გხვდება. დღეს თამაშისგან სიამოვნება მივიღეთ და მთავარია, რომ მოვიგეთ, გულშემატკივრებსაც ეს სურდათ."

"ეგების, სათანადო შესაძლებლობები არ მეძლეოდა, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო ისაა, რომ ყოველდღე თავდაუზოგავად ვიშრომო. ყველასთვის ძნელი სეზონი იყო და ჩვენ ყველას დიდი სურვილი გვაქვს მომავალ სეზონში ტიტულების აღმართვის."
- განაცხადა მარიანომ.

"ძალიან კარგად ვიასპარეზეთ. სახლში კმაყოფილნი ვბრუნდებით. სოლიდურად ვითამაშეთ და როდესაც ბურთს ვკარგავდით, პრესინგის დახმარებით, პოზიციის დასაბრუნებლად კვლავ ვიბრძოდით. ამას შეჩვეული ვართ. დღეს, აღნიშნული კარგად განვახორციელეთ. სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ ხოლმე. მეტოქე შევავიწროვეთ და ფიქრის დრო არ მივეცით."

"ზიდანი მეუბნება, რომ მოედანზე გავიდე, თამაშისგან სიამოვნება მივიღო, ბევრი ვიშრომო, ავიდე თავდასხმაში და არც დაცვაში ჩამოსვლა დავიზარო. დიდი პატივია, როდესაც ასეთი არაჩვეულებრივი გულშემატკივრები კარგი ასპარეზობის გამო აპლოდისმენტებით გაჯილდოვებენ. ვიმედოვნებ, რომ მეტი სათამაშო დრო მომეცემა."
- ასეთი გახლდათ ბრაჰიმ დიასის კომენტარი.

"ჩვენმა გუნდმა "ვალეკასმა" ძალიან ცუდად ითამაშა და კომპენსაციის სახით, დღეს გვსურდა გამარჯვება და გულშემატკივრების გახარება. ჩვენი მიზანი მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება იყო და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ კიდევაც. თავიდანვე ფოკუსირებულები ვიყავით."

"მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ მაკავშირებს. მადრიდისტა ვარ და ვიმედოვნებ, რომ "სამეფო კლუბში" დავრჩები. ორი თამაშიღა გვრჩება. ამ სეზონით კმაყოფილები ვერ ვიქნებით. ხანდახან, გამართლება გვჭირდებოდა. ბევრს ვიშრომებთ და უფრო ძლიერები დავბრუნდებით."

"გასული თვეების განმავლობაში, ბევრი საუბარია იმაზე, თუ ვინ დატოვებს კლუბს და ვინ შემოგვიერთდება. ინფორმაციებს გასახდელში ვეცნობით და ბევრს ვიცინით ხოლმე. ბრაჰიმი შესანიშნავ ფორმაშია. ის ფანტასტიკურია და ორივე ფეხით ჩინებულად თამაშობს. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მხოლოდ და მხოლოდ 19 წლისაა. ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელი გახდება."

"ვარჯიშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შევიტყვეთ იკერ კასილასის გულის შეტევის ამბავი. ჩვენ ყველანი შეძრწუნებული ვიყავით, შოკში ჩავვარდით. კასილასს თანადგომას ვუცხადებ, ვამხნევებ და გულში ვიკრავ!"
- განაცხადა ვასკესმა.


loading...







მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა