სარა კარბონეროს კომენტარი იკერ კასილასის ჯანმრთელობის შესახებ » "რეალის" ფან-კლუბი


სარა კარბონეროს კომენტარი იკერ კასილასის ჯანმრთელობის შესახებ

image


ოთხშაბათს, "პორტუს" ვარჯიშზე, იკერ კასილასმა გულის შეტევა გადაიტანა. საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ლეგენდა თავს კარგად გრძნობს. კასილასის შესახებ მორიგი სასიამოვნო სიახლე გავრცელდა.

37 წლის მეკარე პორტუს საავადმყოფოში თავს სტაბილურად და კარგად გრძნობს. დღეს მას დამატებითი ანალიზებიც ჩაუტარდა. სამედიცინო პერსონალის თქმით, გამოკვლევების შედეგები დამაკმაყოფილებელია.

პარასკევს დილით, საავადმყოფოს შესასვლელთან, კასილასის მეუღლემ და სპორტულმა ჟურნალისტმა სარა კარბონერომ დრო გამონახა და "პორტუს" გოლკიპერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"იკერი მშვიდადაა და თავს ძალიან კარგად გრძნობს. საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე დღე მოგვიწევს ყოფნა. შესაძლოა, იგი ორშაბათს გამოწერონ და სახლში დაბრუნებასაც შევძლებთ." - განაცხადა სარამ.

კასილასის მნახველთა ოდენობა დღითიდღე იმატებს. იკერს მალე პალატაშიც გადაიყვანენ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა