"ხამესმა მიუნხენის "ბაიერნი" უნდა დატოვოს!"

image


ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელის შტეფან ეფენბერგის თქმით, ხამეს როდრიგესს მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება მოუწევს.

"თავის მდგომარეობას კარგად თუ შეაფასებს და გააანალიზებს, მიხვდება, რომ მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება გერმანული გრანდის დატოვებაა."

"ხამესმა მიუნხენის "ბაიერნი" უნდა დატოვოს. ის ფეხბურთისგან სიამოვნებას ვეღარ იღებს, არადა, პირიქით უნდა ხდებოდეს. პრინციპში, როგორ უნდა მიიღოს სიამოვნება, როდესაც მოედანზე 7, 12 ან 15 წუთს ატარებს."
- ციტირებს ესპანური გამოცემა "AS" 50 წლის გერმანელის სიტყვებს.

მიუნხენის "ბაიერნი" "ბუნდესლიგის" ტიტულის მოპოვებასთან ძალიან ახლოსაა. მხოლოდ 4 თამაში რჩება ჩემპიონატის დასრულებამდე. გასულ თვეში, კოლუმბიელმა მხოლოდ რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნიკო კოვაჩის მხრიდან მისდამი ნაჩვენები ნდობის ხარისხის ნაკლებობით უკმაყოფილოა.

ეფენბერგის თქმით, ხამესს იგივე რამ დაემართა მადრიდის "რეალში" და ახლა ძალების მობილიზება კოლუმბიელზეა დამოკიდებული.

ხამესი ზინედინ ზიდანის განსაკუთრებული კეთილგანწყობით ვეღარ სარგებლობდა, რის გამოც მისი მიუნხენის "ბაიერნში" 2 წლით განათხოვრება გახდა საჭირო. გერმანელებს ორი სეზონის შემდგომ ხამესის 42 მილიონ ევროდ შესყიდვა შეეძლებოდათ.

ეს დრო 15 ივნისს გადის. იმ შემთხვევაში, თუკი გერმანული გრანდი კოლუმბიელის ყიდვას გადაწყვეტს, მადრიდის "რეალს" 15 ივნისამდე უნდა შეეხმიანოს. როგორც ირკვევა, "ბაიერნის" ხელმძღვანელობაში აზრი ორად იყოფა.

მაღალი ალბათობით, მენეჯმენტი ხამესის ყიდვას არ ისურვებს და კოლუმბიელი კვლავ ესპანეთში დაბრუნდება, სადაც მას ზიდანი ელის - მწვრთნელი, რომელიც ხამესს არ ენდობოდა, მის გეგმებში არ შედიოდა და შესაძლოა არც ახლა შედის.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა