ზიდანი: "ჩემი ძალაუფლება ტრანსფერებში? მე სახლშიც კი არ ვარ უფროსი!"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ყოველგვარი ეჭვი განაქარწყლა იმის თაობაზე, რომ კლუბის სატრანსფერო საკითხებში თითქოს ყველაფერი მასზე იყოს დამოკიდებული.
"ხმები იმის შესახებ, რომ ტრანსფერების განხორციელება მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული, აბსოლუტური სიცრუეა. რომელ ძალაუფლებაზეა საუბარი, როდესაც სახლშიც კი არ ვარ მთავარი."
"ტრანსფერებთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის კოლექტივში განიხილება და გადაწყვეტილებებიც საერთო ძალებით მიიღება."
"ჩვენი მიზანი შეტევის გაძლიერებაა. ვნახოთ, რა გამოგვივა." - ციტირებს ფრანგის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა "Goal".
ბოლო სიახლეები