ზიდანის კომენტარი "ხეტაფესთან" მატჩის შემდგომ

image


"კოლისეუმ ალფონსო პერესის" კომპლექსში გამართულ პრესკონფერენციაზე, ზინედინ ზიდანმა "ხეტაფესთან" მატჩი შეაფასა.

"კარგად ვითამაშეთ და უფრო მეტს ვიმსახურებდით. გოლების გატანის შანსი გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. მახარებს როგორც ვითამაშეთ, მივესალმები ჩვენს შემართებასა და კონცენტრაციას, მაგრამ შედეგს არა."

"ის ფაქტი, რომ "ხეტაფე" "ლა ლიგის" სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, კონკრეტული მიზეზითაა განპირობებული. ისინი კარგად ასპარეზობენ. გუნდს 55 ქულა აქვს და 4 თამაშიღა რჩება. ისღა გვრჩება "ხეტაფეს" მივულოცოთ და რაც შეიძლება მაღალ სარეიტინგო ადგილზე ყოფნა ვუსურვოთ."

"ბრაჰიმ დიასის პროგრესით კმაყოფილი ვარ. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ასპარეზობა უყვარს. მეც მომწონს უშიშარი ფეხბურთელები. ის სწრაფია და მოქნილი. კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ სპაზმების გამო მოედნის დატოვება მოუწია. ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო სეზონში. მთავარია ახლა რა ხდება. მომწონს მისი შესაძლებლობები."

"კეილორმა დღეს იმიტომ იასპარეზა, რომ მე მთავარი მწვრთნელი ვარ და გადაწყვეტილებებსაც მე ვიღებ. ვნახოთ, ვინ დაიცავს კარს კვირას."

"ისკოზე მეკითხებით? გუნდის ყველა წევრი მნიშვნელოვანია. ისეთ შემადგენლობებს ვაკომპლექტებ, რომ შანსი ყველას ეძლევა. კმაყოფილი ვარ ისკოს მცდელობებით."

"რეგილონზეც იმავეს თქმა შემიძლია. ფეხბურთელები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ, რადგანაც მთავარმა მწვრთნელმა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიძახოს მოთამაშე. არავინ არ უნდა დაზოგოს ძალისხმევა როდესაც შანსი გამოჩნდება."
- ციტირებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი "ლოს ბლანკოსის" თავკაცის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბი" მომდევნო დაპირისპირებას კვირას, "რაიო ვალიეკანოს" წინააღმდეგ გამართავს.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა