პერესი: "მადრიდის "რეალი" ყოველთვის დარჩება რონალდუსა და ზიდანის სახლად"

image


"ლოს გალაქტიკოსის" პრეზიდენტმა სახელოვანი პორტუგალიელი ფორვარდისა და ლეგენდარული ფრანგის შესახებ ისაუბრა.

„უკანასკნელ წლებში, მადრიდის „რეალის“ წარმატებაში, კრიშტიანუ რონალდუმ კოლოსალური წვლილი შეიტანა. პორტუგალიელი „ლოს ბლანკოსის“ უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ და ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს საქმე შესანიშნავად განაგრძო. ყველასთვის, ვინც კი „რეალის“ მაისურს იცვამს, რონალდუ მისაბაძი მაგალითია. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, კრიშტიანუ.“

„კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც „რეალის“ ისტორიაში სამარადჟამოდ დარჩება, ეს გახლავთ ზინედინ ზიდანი. მწვრთნელის ამპლუაში, ზინედინ ზიდანი „რეალის“ ყველაზე დიდებული ხელმძღვანელებიდან ერთ-ერთია. ფრანგმა სპეციალისტმა 3 წელიწადში 9 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის 3 ჩემპიონთა ლიგა იყო. კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, ზიდანი „რეალის“ ერთ-ერთი ლეგენდაა. ზიდანმა და რონალდუმ კარგად იციან, რომ მადრიდის „რეალი“ ყოველთვის მათ სახლად დარჩება. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ზიზუ.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის სიტყვებს “Reali.Ge”.


იხილეთ დღის სხვა საინტერესო სიახლეები აქ


ხულენ ლოპეტეგის კომენტარი "ესპანიოლის" დამარცხების შესახებ


ასენსიო: "ანგარიშს რა მნიშვნელობა აქვს"


რატომ გადავიდა რამოსი თავდასხმაში? - ლოპეტეგი მომხდარის ანალიზს გვთავაზობს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა