რატომ გადავიდა რამოსი თავდასხმაში? - ლოპეტეგი მომხდარის ანალიზს გვთავაზობს

image


"ლა ლიგის" მეხუთე ტურის ფარგლებში, "ესპანიოლის" 1:0 ანგარიშით დამარცხების შემდგომ, ლოპეტეგმა რამოსის პოზიციის ცვლილებისა და ტიბო კურტუას შესახებ კომენტარი გააკეთა.

“რამოსის შეტევაში გადასვლას რაც შეეხება, ამგვარი სიტუაციები ფეხბურთში ხშირად ხდება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს სპორტის ამ სახეობის განუყოფელი ნაწილია. სერხიოს შეტევაში თამაში ჩვენ მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილი არ ყოფილა, არამედ თამაშის დროს სპონტანურად მოხდა. ფეხბურთში ყველაფერს წინასწარ ვერ დაგეგმავ და ვერ გათვლი."

„ჩვენს წინააღმდეგ თამაშის დროს, მეტოქეს თვითგამოხატვის სრული თავისუფლება ეძლევა. „ესპანიოლს“ თამაშის ჩაკეტვა მშვენივრად გამოსდის. პარალელურად, გუნდი უტევს და ბურთსაც კი ინარჩუნებს. ყველაზე მეტად იმ ფაქტმა დაგვაზიანა, რომ ბურთს მარტივად ვკარგავდით. ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მადრიდის „რეალმა“ მაინც გაართვა თავი რთულ დავალებას. მთავარია, რომ 3 უმნიშვნელოვანესი ქულა მოვიპოვეთ.“

„კურტუას კარის სიახლოვეს კარგად შეუძლია თამაში. დარწმუნებული ვარ, რომ გაუმჯობესდება. პრობლემებზე, რომლებიც არ არსებობს, კომენტარს ვერ გავაკეთებ. მეტოქის მიერ განხორციელებულ დიდ წნეხს გაუძლო როგორც კურტუამ, ასევე მთელმა გუნდმა." - ციტირებს ხულენ ლოპეტეგის სიტყვებს "Reali.Ge".



იხილეთ დღის სხვა საინტერესო სიახლეები აქ


ხულენ ლოპეტეგის კომენტარი "ესპანიოლის" დამარცხების შესახებ


ასენსიო: "ანგარიშს რა მნიშვნელობა აქვს"



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა