Food Tips and Chef's Answers


ხულენ ლოპეტეგის კომენტარი "ესპანიოლის" დამარცხების შესახებ

image


„სანტიაგო ბერნაბეუზე“ “ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდგომ, ხულენ ლოპეტეგმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მადრიდისტთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მიერ მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

„შეხვედრის მეორე ნახევარი ძალიან მძიმე იყო, საკმაოდ რთული მატჩი ჩავატარეთ. მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა და მოედნის ყველა ნაწილში კარგად ორგანიზებული იყო. „ესპანიოლს“ გამორჩეული მწვრთნელი ჰყავს და ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია. მატჩის მეორე ნახევარში გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, კრიტიკული დარტყმის მიყენება მაშინ ვერ მოვახერხეთ.“

„შეხვედრის მიწურული კიდევ უფრო დაძაბული იყო და ძალიან ვინერვიულე. ერთ კვირაში ორი მატჩის ჩატარება ემოციურად და ფიზიკურად უკიდურესად დამღლელი აღმოჩნდა. ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ასეთი მატჩების ჩატარება ყოველთვის დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ეს ჩვენ კარგად გვესმის.“

„ჩემპიონთა ლიგა და „ლა ლიგა“ ერთმანეთისგან განსხვავებული ტურნირებია. ესპანეთის ჩემპიონატს არანაკლები გამოწვევები ახლავს თან და ძნელი დავალებების შესრულებაც გვიწევს. მთავარი ისაა, რომ დაბრკოლებებს გავუძელით და გადავლახეთ, შედეგად კი 3 ქულა მოვიპოვეთ. „ლა ლიგის“ მოგებას თუ აპირებ, სწორედ ასეთი გაუტეხელი მოტივაციით უნდა იასპარეზო. მიუხედავად იმისა, რომ თამაშს საბოლოო წერტილი ვერ დავუსვით, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ სასურველი რეზულტატის შენარჩუნება მაინც მოვახერხეთ.“ - ციტირებს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის სიტყვებს "Reali.Ge".



იხილეთ დღის სხვა საინტერესო სიახლეები აქ


ასენსიო: "ანგარიშს რა მნიშვნელობა აქვს"


რატომ გადავიდა რამოსი თავდასხმაში? - ლოპეტეგი მომხდარის ანალიზს გვთავაზობს






დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება