პერესი: "გაინტერესებთ რატომ წავიდა რონალდუ? ახლავე მოგახსენებთ..." » "რეალის" ფან-კლუბი


პერესი: "გაინტერესებთ რატომ წავიდა რონალდუ? ახლავე მოგახსენებთ..."

image


მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„ამ წელს, რონალდუს სატრანსფერო ბაზარზე გაყიდვა ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე სარფიან გარიგებად იქცა."

"აღნიშნულ საკითხს ჩვენ კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად აქტიურად განვიხილავდით. ვფიქრობდით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაზე სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილება. მრავალი ბჭობისა და დისკუსიების შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ რონალდუს ტრანსფერის თაობაზე თანხმობა ტურინის „იუვენტუსისთვის" გვეთქვა."

"რონალდუსთან დაკავშირებით "რეალმა" არაერთი შემოთავაზება მიიღო, მაგრამ პორტუგალიელში არცერთი კლუბი არ აპირებდა 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდას.“

„თქვენ ისევ მეკითხებით და გაინტერესებთ, თუ რატომ გადაწყვიტა კრიშტიანუმ "სამეფო კლუბის" დატოვება? ახლავე მოგახსენებთ - მას ჰქონდა საფუძველი და "ლოს ბლანკოსი" პირადი მიზეზებიდან გამომდინარე დატოვა.“ - ციტირებს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის სიტყვებს "Reali.Ge".

შეგახსენებთ, რომ 33 წლის თავდამსხმელი „რეალიდან“ „იუვენტუსში“ ამ ზაფხულს გადავიდა. ტურინულმა კლუბმა რონალდუს ტრანსფერში საერთო ჯამში 112 მილიონი ევრო გადაიხადა. იტალიელებმა 100 მილიონი ევრო საკუთრივ „რეალს“ გადაურიცხეს, 12 მილიონი კი ფეხბურთელის ყოფილ კლუბებს.


იხილეთ დღის სხვა საინტერესო სიახლეები აქ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა