ბენზემას კომენტარი ახალი თავდამსხმელის გაფორმებისა და თავისი მომავლის შესახებ

image


კვირას, მადრიდის "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკს" დამაჯერებლად სძლია. მატჩის გმირი უდავოდ კარიმ ბენზემა იყო, რომელმაც შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში, ბენზემას უკვე 30 გოლი აქვს გატანილი.

მიუხედავად ფრანგის წარმატებული სეზონისა, "ლოს ბლანკოსთან" მრავალი თავდამსხმელის სახელს აკავშირებენ.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეალი" ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელის ლუკა იოვიჩის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა და სერბს სულ მალე შემოიერთებს.

როგორც ჩანს, ბენზემა თავის საქმეზეა ფოკუსირებული და პოტენციური კონკურენცია საერთოდაც არ აღელვებს.

"ახალი თავდამსხმელის გაფორმება? არ არის პრობლემა. ფორვარდის ყიდვა კლუბის საქმეა, ეს ამბავი მე არ მაღელვებს."

"მე მადრიდში ვრჩები."

"მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ."

"ზიდანის დაბრუნება ყველასათვის შესანიშნავი სიახლეა. ყველა ბედნიერია და მომავალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველით."
- ციტირებს "Marca" 31 წლის თავდამსხმელის სიტყვებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა