ზიდანის კომენტარი ბრაჰიმ დიასისა და გარეტ ბეილის შესახებ

image


ბილბაოს "ატლეტიკის" დამარცხების შემდგომ, ზიდანმა კომენტარი ბრაჰიმ დიასისა და გარეტ ბეილის შესახებაც გააკეთა.

"ბრაჰიმი კარგი ფეხბურთელია. ადრეც გამეგო მის შესახებ, ვიცნობდი. რაც ყველაზე ძალიან მომწონს მასში, არის ის, რომ როგორც კი ბურთს მიიღებს, იმწამსვე მეტოქის საჯარიმო მოედნისკენ მიიწევს. ბურთის კონტროლი გამოსდის და თანაგუნდელებსაც მშვენივრად ეწყობა. სამწუხაროა, რომ შანსი ვერ გამოიყენა და გოლი ვერ გაიტანა, ძალიან მინდოდა გაეტანა. მოედანზე მხოლოდ 10-12 წუთი გაატარა და სასიამოვნო იქნებოდა მისი გოლის ხილვა."

"რაც შეეხება გარეტ ბეილს. მასაც ჰქონდა გოლის გატანის შანსი და ასევე ვწუხვარ, რომ ვერ შეძლო მომენტის გამოყენება. მინდოდა ბეილის გოლიც მენახა. არ ვიცი, მისდამი სტვენაზე ვერაფერს გეტყვით. ამ საკითხში ვერ ჩავერევი. ისევე როგორც თქვენ ხართ თავისუფალი კითხვის დასმაში, ასევე მეც თავისუფალი ვარ - შემიძლია გიპასუხოთ, როგორც მსურს და შემიძლია."
- ციტირებს ზიდანის სიტყვებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი.

ბენზემას ჰეთთრიკის წყალობით, "რეალმა" "ატლეტიკი" 3:0 ანგარიშით დაამარცხა. "ლოს ბლანკოსის" მომდევნო მეტოქე კი "ხეტაფე" იქნება.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა