ზიდანის კომენტარი ბილბაოს "ატლეტიკის" დამარცხების შემდგომ

image


ბილბაოს "ატლეტიკის" 3:0 ანგარიშით დამარცხების შემდგომ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან გაისაუბრა:

"დღეს დადებითი ემოციები ჭარბობს. მატჩის პირველ ნახევარში ვაქტიურობდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. მეორე ნახევარში თამაშს კიდევ უფრო მოვუმატეთ და კარგად ვითამაშეთ. ჩემი ფეხბურთელებით და მათი ასპარეზობისადმი დამოკიდებულით კმაყოფილი ვარ. მათ შესანიშნავად ესმოდათ, რაც ხდებოდა მოედანზე."

"როდესაც პირველ გოლს იტან, თამაში რადიკალურად იცვლება. ასეთი სპორტია ფეხბურთი."

"შესანიშნავად ვიასპარეზეთ და გოლი არ გაგვიშვია. ყველა ასპექტზე ვიყავით კონცენტრირებული, უპირველესად დაცვაზე. მეტოქე პრობლემებს გვიქმნიდა, მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელები გვყავს და მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, თუ რა შეუძლიათ. არ ვიცი საუკეთესო მატჩი იყო თუ არა, მაგრამ მთავარი მოგებაა."

"კარიმისგან აღარაფერი მიკვირს. ვიცი, როგორი ფეხბურთელიცაა და რა შეუძლია გუნდს მოუტანოს. გოლების მხრივ ბრწყინვალე სეზონს ატარებს. იგი თავდაჯერებულია და იცის, რომ რასაც აკეთებს, ამ ყველაფრის გაუმჯობესებაც შეუძლია. დღეს რაც ვნახე მისგან არაფერს ცვლის, ის ისედაც შესანიშნავია."

"მსოფლიოში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც 9 ნომრის მაისურს ატარებს, ასე რომ, არ ვიცი ბენზემა საუკეთესოა თუ არა. თუმცაღა, როდესაც უყურებ, თუ რა გააკეთა გასული 10 წლის მანძილზე, ყველაფერი ნათელი ხდება. სხვადასხვაგვარი შეხედულებები არსებობს, მე კი ვთვლი, რომ ის საუკეთესოა, თუმცა ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ზედიზედ 8 გატანილი გოლით, ის ახლა ნამდვილად საუკეთესოა."
- ციტირებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს.

ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ შესრულებული ჰეთთრიკი ნიშნავს იმას, რომ ბენზემას მიმდინარე სეზონში უკვე 30 გოლი აქვს გატანილი.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა