ზიდანმა ტრანსფერებზე ისაუბრა: "ზუსტად ვიცი ვინც მჭირდება!"

image


ბილბაოს "ატლეტიკთან" დაპირისპირებამდე, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა კლუბში განსახორციელებელ ტრანსფერებს შეეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც, ფრანგმა სპეციალისტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"თქვენ შეგიძლიათ კითხვა დამისვათ, მაგრამ მე არავითარ პასუხს არ გაგცემთ. კონკრეტულად ვერავის დაგისახელებთ. სამომავლო გეგმები გვაქვს და ისინი განხილულ იქნება მაშინ, როდესაც ამის დრო მოვა. ახლა მხოლოდ მომავალ მეტოქეებზე ვფიქრობთ. ვიცი, ვისი ხილვას მსურს "რეალში". კლუბის ხელმძღვანელობას ზაფხულში დაველაპარაკები. ვიცი, როგორი მოთამაშეებიც მჭირდება, მაგრამ ახლა ამის განხილვის დრო არ არის."

"გადაწყვეტილი არაფერია. გარკვეული იდეები მაქვს და მინდა, რომ რაღაც-რაღაცები შევცვალო. ზუსტად ვიცი, ვინც მჭირდება, მაგრამ ყველაფერი სატრანსფერო ბაზარზე იქნება დამოკიდებული. "რეალში" ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება და ეს ცვლილებები სათამაშო სტილსაც შეეხება."

"მადრიდის "რეალს" სიტუაციის შეცვლა სურდა და არა პირობების. ვილაპარაკეთ ალტერნატივებზე და დაახლოებით ვიცით, რაზეც ვიმუშავებთ. ვნახოთ, რა გამოგვივა სატრანსფერო ბაზარზე. ნათელია, რომ ცვლილებები გარდაუვალია."

"ყველანი ვთანხმდებით, რომ მადრიდის "რეალს" საუკეთესო წელი არ ჩაუტარებია და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. "სამეფო კლუბი" ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელებს ეძიებს."
- ციტირებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი და ესპანური გამოცემა "მარკა" 46 წლის ზიდანის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" "ატლეტიკს" 21 აპრილს მასპინძლობს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა