მარიანო: "7 ნომერი ლეგენდებთან ასოცირდება და ჩემი სურვილია...."

image


მიმდინარე სეზონში, მადრიდის „რეალში“, მარიანომ თავისი პირველი ოფიციალური და თანაც საუკეთესო წუთები ჩემპიონთა ლიგაზე გაატარა.

„რომას“ წინააღმდეგ ფეხბურთელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და თამაშში საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

მარიანო დიასის ბრწყინვალე გოლში ფეხბურთელის ნიჭიერება და შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოიკვეთა.

მატჩის ბოლოს მარიანო დიასმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ასეთი სტარტი ნამდვილად სასიხარულოა. გოლი გავიტანე და „რეალმაც“ გამარჯვება მოიპოვა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილი გულშემატკივრებისგან დიდი მხარდაჭერა და სითბო ვიგრძენი. იმავეს ვგრძნობდი შემოსვლის წინ გახურებისას და მოედანზე შესვლის შემდგომაც. ასეთი დახვედრისა და დიდი სიყვარულისთვის გულშემატკივრების უაღრესად მადლიერი ვარ.“

„ერთი სული მქონდა, მოედანზე როდის გამოვიდოდი. მე ყოველდღე თავდაუზოგავად ვშრომობ, რათა გულშემატკივრების მხარდაჭერას შესაბამისი პერფორმანსით ვუპასუხო. მე-7 ნომრის მაისურის ტარება უდიდეს პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. წარსულში, ვისაც კი მადრიდის „რეალში“ 7 ნომრის მაისურით უთამაშია, ყველა მათგანი ლეგენდად დარჩება. ასევე განვაგრძობ და ბევრს ვიშრომებ.“

„ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, თანაგუნდელები კი ერთმანეთს არ მტრობენ. მატჩის ბოლოს ყველამ მომილოცა და ამისთვის მთელი გულით მადლიერი ვარ.“

„მიმდინარე სეზონი მადრიდის „რეალმა“ ჩინებულად დაიწყო. კარგად ვთამაშობთ და შევეცდებით, რომ ყველა ტურნირზე მაქსიმალურად შორეულ ეტაპზე გავიდეთ.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ 25 წლის თავდამსხმელის მარიანო დიასის სიტყვებს „Reali.Ge”.



მარიანო დიასის გოლი შეგიძლიათ იხილოთ აქ


იხილეთ დღის სხვა საინტერესო სიახლეები აქ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა