ნავასი: "ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ "რეალში" თამაშის შანსი მომეცა"

image


"ლეგანესის" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდგომ (1:1), კეილორ ნავასმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მე ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ აქ ყოფნის შესაძლებლობა მომეცა."

"როცა კი თამაშის შანსი მეძლევა, ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. იმედს ვიტოვებ, რომ მომდევნო სეზონსაც "რეალში" გავატარებ. "სამეფო კლუბთან" მე კონტრაქტი მაკავშირებს და ვნახოთ, შეიცვლება თუ არა გარემოება."

"ყველასთვის რთული სეზონი იყო. მოედანზე ყოველთვის მოგების სურვილით გამოვდივართ, მაგრამ ჩვენთვის სასარგებლო შედეგები ხშირად არ ფიქსირდებოდა. ჩვენ ყველანი ვწუხვართ ამის გამო, ჩახლართული სიტუაციაა."

"მადრიდის "რეალი" ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშაა. მუდმივად მზადყოფნაში უნდა იყოს. უკეთ ასპარეზობა მოგვეთხოვება, ჩვენ ხომ "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები გვქვია."
- ციტირებს ესპანური გამოცემა "AS" 32 წლის კოსტა-რიკელი გოლკიპერის კეილორ ნავასის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ "ლა ლიგის" სატურნირო ცხრილში, მადრიდის "რეალი" მე-3 პოზიციას იკავებს და მე-2 ადგილზე მყოფი "ატლეტიკოსგან" 4 ქულა აშორებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა