Food Tips and Chef's Answers


"ლეგანესთან" მატჩის შემდგომ ზიზუმ ასეთი კომენტარი გააკეთა

image


"ლეგანესის" წინააღმდეგ "ბუტარკეზე" გამართული შეხვედრის შემდგომ (1:1), "თეთრების" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

აი, ინტერვიუ, რომელიც მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებგვერდმა გამოაქვეყნა:

"მე, როგორც მთავარ მწვრთნელს ჩემი ვალდებულებები მაქვს, ასევე არიან ფეხბურთელებიც. ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ. კარგი პირველი ტაიმი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ მატჩის მომდევნო ნახევარში თამაში გამოვასწორეთ. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ."

"ბენზემა ძალიან კარგ სეზონს ატარებს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გოლების გატანას შეეხება. ის გოლების გატანაზეა კონცენტრირებული. არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონში გაცილებით მეტი გოლიც გააქვს. მისით კმაყოფილი ვარ. ჭორები მას არ აღელვებს. მტკიცე ხასიათი აქვს და გუნდს საგრძნობლად ეხმარება."

"ვასკესმა მოედანზე 15 წუთი გაატარა. ძალიან ძნელია ასეთ თამაშში გარდატეხის შეტანა. გაუჭირდა მარცხენა ფლანგზე თამაში და თანაც, მხოლოდ 15 წუთი ჰქონდა დრო."

"ბეილი მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ცვლილებები იმისთვის არსებობს, რომ თამაშები მოგაგებინოს, მაგრამ ძალიან ძნელია რაიმე გააკეთო 10 ან 15 წუთში. ამჯერად, ვერაფერს გავხდით."

"მგონია, რომ ისკო კარგ ფორმაშია. ის ცენტრში უკეთ თამაშობს, ვიდრე მარცხნივ. 4-3-3 წყობით ვითამაშეთ, მაგრამ დღეს რა პოზიციაზეც ითამაშა, მეტოქის შეწუხება არ გამოუვიდა."

ცეცხლი პარიზის ღმრთისმშობლის ტაძარში

"ასეთი რაღაც რომ ხდება, ძალიან სამწუხაროა. მსოფლიოში ამგვარი მოვლენები ხდება და ამჯერად, პარიზის ჯერი დადგა. არავის არ ვუსურვებდი ასეთ ამბავს. სასიხარულოა, რომ არავინ დაშავებულა."





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება