ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის გაფორმებაც ფლორენტინო პერესმა ვერ შეძლო

image


„რომას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ ერთ დროს, მადრიდის „რეალს“ მისი შეძენა სურდა. აღნიშნული ინტერვიუ გამოქვეყნდა "რომას" ოფიციალურ ვებგვერდზე.

ესპანური გრანდი ჯიუტად ცდილობდა „მგლების“ ლიდერის გაფორმებას, თუმცა ამ უკანასკნელმა რომაული გუნდი ამოირჩია.

აი, რა განაცხადა ტოტიმ:

„ჩემს კარიერაში იყო დრო, 2004 თუ 2005 წლიდან, როდესაც „რეალი“ ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ "ლოს ბლანკოსში" გადავსულიყავი. „სამეფო კლუბმა“ მე მაისურიც კი გამომიგზავნა, რომელსაც ზედ 10 ნომერი და ჩემი გვარი ეწერა. "რეალს" სურდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი ჩემთვის გაეადვილებინა და ბიძგი მოეცა."

"აღნიშნულ პერიოდში, მე ორი ალტერნატივის წინაშე ვიდექი. ვიჯექი და ვფიქრობდი, საბოლოოდ კი მაინც სიყვარულმა გაიმარჯვა - სიყვარულმა, რომელსაც მე ჩემი კლუბის, ქალაქისა და გულშემატკივრების მიმართ ვგრძნობდი."

„რამდენჯერმე ფლორენტინო პერესთან შეხვედრაც მომიწია. ის ყოველთვის ძალიან მეგობრულია, მაგრამ სულ მახსენებს, რომ მე ერთადერთი ფეხბურთელი ვარ, რომელიც „რეალში“ გადასვლაში ვერ დაარწმუნა. ამ ფაქტს ფლორენტინო პერესი დღემდე ვერ ეგუება. ბოლოს, როდესაც ჩვენი კლუბები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, პერესმა მთხოვა, რომ მაისურზე ხელი შემდეგი სიტყვებით მომეწერა: „ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც მადრიდის „რეალს“ უარი უთხრა.“
- ციტირებს 42 წლის ფრანჩესკო ტოტის სიტყვებს "რომას" ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტიმ საფეხბურთო კარიერა სიმბოლურად დაასრულა და 17.07.2017 თარიღს დაამთხვია.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა