რამოსმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდი დაასახელა, მაგრამ ის "რეალი" არ აღმოჩნდა!

image


მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხე ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს, მაგრამ მისი აზრით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მთავარი ფავორიტი სხვა კლუბია.

აი, რა განაცხადა 32 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა:

„ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე არაერთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. არცერთი მათგანი არ იქნება მარტივი მოწინააღმდეგე. ვფიქრობ, რომ როგორც ყოველთვის, ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი ამჯერადაც "ბარსელონაა". კატალონიელები ესპანეთში შესანიშნავად ასპარეზობენ, „ლა ლიგა“ კი, როგორც მოგეხსენებათ, მართლაც საუკეთესო ჩემპიონატია.“

„რაღა თქმა უნდა, გრანდებსა და მათში მოთამაშე სახელოვან ფეხბურთელებს, მათ შორის ჩვენც, ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი ამოძრავებთ.“

„განურჩევლად მოწინააღმდეგისა და სტადიისა, მადრიდის „რეალს" პერმანენტული კონკურენტუნარიანობა ევალება. "სამეფო კლუბი" ვალდებულია მოიგოს ყველა ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებს.“

„მიმდინარე სეზონში, დამატებითი მოტივაციაც გვაქვს - ფინალი ხომ ჩვენი მოწინააღმდეგის მოედანზე გაიმართება და იქ ჯილდოს აღმართვა ჩვენთვის დამატებით სტიმულს წარმოადგენს, ეს "რეალისთვის" უაღრესად მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა ციტირებს მადრიდის "რეალის" კაპიტნის სერხიო რამოსის სიტყვებს "Reali.Ge".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალი "ატლეტიკოს" საშინაო მოედანზე - "ვანდა მეტროპოლიტანო"-ზე გაიმართება.



იხილეთ სხვა სტატიებიც:






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა