ხულენ ლოპეტეგის კომენტარი "რომასთან" მატჩამდე

image


ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში „რომასთან“ დაპირისპირებამდე, ხულენ ლოპეტეგმა პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„თეთრების“ მთავარმა მწვრთნელმა ევროპის მოქმედი ჩემპიონების პირველი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა:

„ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს მოუთმენლად ველით და ამბიციებიც გვაქვს. ვამაყობ, პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მოუთმენლად ველი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დაწყებას. ზედმეტად აღარ მჭირდება იმის ხაზგასმა, თუ რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალისთვის“ და რას ნიშნავს „სამეფო კლუბი“ საკუთრივ ტურნირისათვის. ძალიან რთული მეტოქის წინააღმდეგ გვიწევს ასპარეზობა.“

„გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, „რომამ“ „ატლეტიკო“ ასპარეზობას გამოთიშა, 1/4 ფინალში „ბარსელონას“ აჯობა და ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა. მოწინააღმდეგემ შემადგენლობა კიდევ უფრო გააძლიერა. „რომა“ ახლა უფრო ახლოსაა სრულყოფილებასთან და მრავალ ალტერნატივას ფლობს. იტალიურ გრანდს იგივე მწვრთნელი უძღვება და ფეხბურთელები თავიანთი თამაშის სტილს არ ღალატობენ.“

„ჩემი აზრით, „რომა“ უფრო ძლიერად იასპარეზებს, ვიდრე გასულ წელს. წინ ძალიან ძნელი მატჩი გველის. „რომა“ ერთიორად გაგვირთულებს ჩვენს მისიას და თავდაუზოგავი შრომის გარეშე, მოწინააღმდეგეს ვერ დავამარცხებთ. ამბიციურ და აგრესიულ მეტოქეს ველით. ისინი მზად არიან ასეთ სტილში სათამაშოდ. ბურთის შენარჩუნებას შეეცდებიან და ამბიციებიც აქვთ.“

„შეუძლებელია, რომ „რომას“ მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს დიდ პატივს არ სცემდე. თითოეულ ტურნირზე დიდი სურვილით, ენთუზიაზმითა და თავდაჯერებულობით გავდივართ. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. მადრიდის „რეალი“ წნეხის ქვეშ იქნება, თუმცა ეს „სამეფო კლუბისთვის“ ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში უცხო არაფერია.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ 52 წლის მთავარი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის სიტყვებს „Reali.Ge”.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, მადრიდის „რეალი“ „რომას“ „სანტიაგო ბერნაბეუს“ მოედანზე უმასპინძლებს.
გრანდების დაპირისპირება ხვალ, 19 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.


იხილეთ სხვა სტატიებიც:












მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა