სერხიო რამოსი: "მას თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს..."

image


მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა „ატლეტიკოს“ ფორვარდის ანტუან გრიზმანის სიტყვების შესახებ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ფრანგმა ფორვარდმა განაცხადა, რომ იგი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონეზე იმყოფება.

„გრიზმანს საკუთარი თავი შეცდომაში შეჰყავს, წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს, იგი ზედმეტად თავდაჯერებულია. როდესაც მესმის თუ როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, მახსენდება ტოტი, ჩავი, რაული, ინიესტა, კასილასი და სხვები. ჩემს მიერ დასახელებული ფეხბურთელები დიდებული მოთამაშეები იყვნენ. მიუხედავად მრავალი გუნდური ჯილდოებისა, მათ ოქროს ბურთის მოგება მაინც ვერ მოახერხეს."

„გრიზმანი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მას სიმეონეს ან გოდინის მოსმენა მართებს. მათ საკმარისი მიღწევები აქვთ იმისათვის, რომ გრიზმანს სასარგებლო რჩევები მისცენ.“ - ციტირებს მადრიდის "რეალის" კაპიტნის 32 წლის სერხიო რამოსის სიტყვებს "Reali.Ge".

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმის თაობაზეც, რომ „ფიფას“ ვერსიით, საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინაციის სამეულში ვერ მოხვდა.


იხილეთ სხვა სტატიებიც:














მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა