Food Tips and Chef's Answers


უელსელის აღიარება - რატომ მოსწონს გარეტ ბეილს მადრიდის "რეალი" რონალდუსა და ზიდანის გარეშე ?

image


მადრიდის „რეალის“ ვინგერმა გარეტ ბეილმა მადრიდულ კლუბში მომხდარი უკანასკნელი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

უფრო ზუსტად, უელსელმა ხულენ ლოპეტეგი და ზინედინ ზიდანი ერთმანეთს შეადარა. მან კომენტარი კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებაც გააკეთა და გამოთქვა შეხედულება იმის თაობაზე, თუ როგორ აისახა ეს მოვლენა „სამეფო კლუბზე“:

“მთავარი მწვრთნელის ცვლილების შესახებ ჩემი აზრი გაინტერესებთ? მინდა გითხრათ, რომ ლოპეტეგისთან თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე ზიდანთან. ჩვენ ერთმანეთს ინგლისურ ენაზე ვესაუბრებით და ეს ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. მე ვიცი ესპანური, მაგრამ როდესაც მშობლიურ ენაზე გესაუბრებიან, ეს სულ სხვაა, მე ხომ ამ გზით უკეთ ვიგებ საუბრის შინაარსსა და მწვრთნელის სათქმელს. ვერ გეტყვით, რომ როგორც მწვრთნელი, ლოპეტეგი ზინედინ ზიდანს სჯობს, მაგრამ ლოპეტეგისთან მუშაობა ჩემთვის უფრო სასიამოვნო და კომფორტულია.“

„კრიშტიანუ რონალდუს რაც შეეხება, ცხადია, რომ მადრიდის „რეალში“ არსებული ვითარება შეიცვალა. ახლა განსხვავებული რეალობის წინაშე ვდგავართ, ვიდრე მაშინ, როდესაც პორტუგალიელი ჯერ კიდევ ჩვენთან იყო. პირადად მე თავს უფრო მშვიდად და მოშვებულად ვგრძნობ, გუნდური მუშაობის საერთო დონემ აიწია და კონცენტრაციას მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ირგვლივ აღარ ვახდენთ.“

„მინდა თუ არა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნება? დიახ, მაგრამ ალბათ მოგვიანებით. ვფიქრობ, რომ თუკი ფეხბურთელს მშობლიურ ლიგაში დაბრუნება სურს და სახლში ყოფნა ენატრება, ეს ნორმალური პროცესია. შესაძლოა მომავალში ინგლისში დავბრუნდე, მაგრამ ჯერ-ჯერობით, მომწონს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაში და ტიტულების მოგება.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ 29 წლის ვინგერის გარეტ ბეილის სიტყვებს „Reali.Ge”.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, უელსელმა გარეტ ბეილმა 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემის შესრულებითაც შეძლო თავის გამოჩენა.


იხილეთ სხვა სტატიებიც:












დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება