კარიმ ბენზემას კომენტარი "რომასთან" დაპირისპირებამდე

image


კომპანია „კოდერთან“ საუბრისას, ბენზემამ მიმდინარე სეზონის სტარტისა და ჩემპიონთა ლიგის პირველი დაპირისპირების შესახებ კომენტარი გააკეთა:

„გუნდებს შორის კონკურენციის ხარისხი ძალიან მაღალია. ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, არცერთი მათგანი არ არის მარტივი მოსაგები და მეც ზუსტად ეს მომწონს. მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ყოველ წელს წარმატებული უნდა იყო. იმედი მაქვს, რომ წინა წლის მსგავსად გაგვიმართლებს და ჩემპიონთა ლიგას კიდევ ერთხელ მოვიგებთ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ არაერთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, მაგრამ თუკი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდის დასახელება მომიწევდა, ყოველთვის მადრიდის „რეალზე“ შევაჩერებდი არჩევანს. „სამეფო კლუბის“ მიზანი ყველაფრის მოგება და კარგად თამაშია. ძალები არ უნდა დავზოგოთ და ფოკუსი მოგებაზე უნდა გვქონდეს.“

„როგორც ყოველთვის, საშინაო მოედანზე გამართული პირველი მატჩი უმნიშვნელოვანესია. ბურთი არ უნდა დავკარგოთ და თამაშის დინამიკა ვაკონტროლოთ. „რომა“ ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და წარმატებული გუნდია.“

„ყველა თამაშს თავისებური მოტივაცია სჭირდება. მე ყოველთვის გოლების გატანაზე, პასების გაკეთებასა და მადრიდის "რეალის" დახმარებაზე ვარ ორიენტირებული. წელს მესამე კაპიტანი ვარ და ამიტომ ასპარეზობის კიდევ უფრო მაღალი დონის დემონსტრირება მომიწევს.“

„ხულენ ლოპეტეგი ძალიან კარგი მწვრთნელია. მას უყვარს ფეხბურთი, ბურთის ფლობა, ბურთის დაკარგვის შემდგომ, მეტოქეზე წნეხის განხორციელება, ეს ჩვენთვის ძალიან მომგებიან სტრატეგიად იქცა.“

„ჩემი პირველი დღე მადრიდის „რეალში“ არასდროს დამავიწყდება, იმიტომ რომ „სამეფო კლუბში“ თამაში ყოველთვის ჩემს ოცნებას წარმოადგენდა. ნიჭი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თავდაუზოგავი შრომა აუცილებელია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ ნიჭის გამოყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი უნდა იშრომო, რომ თამაშის უმაღლეს დონეს მიაღწიო.“ - ციტირებს მადრიდის "რეალის" 30 წლის ფრანგი თავდამსხმელის კარიმ ბენზემას სიტყვებს "Reali.Ge".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში, მადრიდის "რეალი" "რომას" "სანტიაგო ბერნაბეუს" მოედანზე ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე უმასპინძლებს.

იხილეთ სხვა სტატიებიც:










მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა