მოურინიო: "ზიდანი? მისი სამწვრთნელო კარიერა ჯერ ახლა იწყება"

image


მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო კარიერის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ძალიან მოკლე დროში, ზიდანმა მიაღწია იმას, რაც წარსულში ვერავინ შეძლო - რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამ ტრიუმფს ვგულისხმობ."

"მიუხედავად ზიდანის თავგადასავლებისა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მას შემდგარი, სრული და ნამდვილი სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა. ჯერ ყველაფერი წინ აქვს, მთავარი ახლა იწყება. სწორედ ახლა მართებს მადრიდის "რეალში" ზუსტი სათამაშო ფილოსოფიის დანერგვა, ფეხბურთელების ყიდვა და გაყიდვა, გადაწყვეტილებების მიღება და ახალი გუნდის შენება."
- ციტირებს მოურინიოს სიტყვებს "Canal+".

შეგახსენებთ, რომ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოურინიო "რეალში" მოსვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურად განიხილებოდა, მაგრამ "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები და მენეჯმენტი პორტუგალიელი სპეციალისტის წინააღმდეგ წავიდა და საბოლოოდ, პერესმა გუნდში კვლავ ზიდანს უხმო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა