ისკომ "რეალისა" და "ატლეტიკის" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა

image


"ლა ლიგის" მეოთხე ტურის ფარგლებში, ბილბაოს „ატლეტიკთან“ 1:1 ანგარიშის დაფიქსირების შესახებ, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ისკომაც გამოთქვა საკუთარი შეხედულება.

გუშინ, ხულენ ლოპეტეგმა საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, დატოვა რა ისკო სათადარიგო სკამზე გარკვეული დროის განმავლობაში.

მატჩის მეორე ნახევარში, ისკომ მოდრიჩი შეცვალა. ბეილის გადაცემის გამოყენების შემდგომ, სწორედ ესპანელის გოლმა მოუტანა "რეალს" 1 ქულა.

მალაგაში დაბადებულმა ფეხბურთელმა, რომელმაც „ატლეტიკის“ წინააღმდეგ გოლის გატანაც მოახერხა, შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„მინდა ვთქვა, რომ „სან მამესზე“ ასპარეზობა ძნელია. „ატლეტიკს“ თამაშის ეფექტური ტაქტიკა გააჩნია, რაც ჩვენ საქმეს ერთიორად აძნელებს. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მოედნის თითქმის ყველა სივრცეში შეხვდები. მატჩის დასაწყისში, ერთი გოლი გავუშვით და ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში, უფრო მეტი გოლის გატანას ვიმსახურებდით. სახლში 1 ქულით ვბრუნდებით. ეს იდეალური შედეგი არაა, მაგრამ სულ არაფერს მაინც სჯობს. ყველა ხედავს, რომ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით, ჩვენ ასეთი შეუპოვარი ხასიათი გვაქვს. „ლა ლიგაში“ ზედიზედ 3 მატჩის მოგება შევძელით, ახლა კი ძალიან რთული მატჩის ჩატარება მოგვიწია. ეგების, ცოტა მოთმინებაც დაგვაკლდა და შეტევები გოლებით ვერ დავასრულეთ, მაგრამ „რეალის“ თავდაჯერებულობა მაღალ საფეხურზეა.“

„მატჩში აუცილებელი იყო ბურთის სწრაფი და ზუსტი გადაადგილება. „ატლეტიკის“ დაცვა როგორმე უნდა გაგვერღვია, თავისუფალი სივრცე გვეპოვა, მაგრამ მატჩის უკანასკნელ მესამედში, მეტოქის კარის წინ ბევრი ვერაფერი გავაკეთეთ, ჩვენი თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცა. მადრიდის „რეალს“ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, რაც საერთო კონკურენციაში იკვეთება. წინ ძალიან გრძელი სეზონი გველის და შემადგენლობა სრული სისავსით დაგვჭირდება. სულ მზად უნდა ვიყოთ და გავუმჯობესდეთ.“

„5 წლის წინ, თავით პირველი გოლი გავიტანე. ბილბაოშიც იგივე შევძელი, თუმცა ეს ჩემს ძლიერ წერტილს არ წარმოადგენს. ახლა ჩემპიონთა ლიგის შესახებ უნდა ვიფიქროთ, სადაც მართლაც გამორჩეულად ვასპარეზობთ ხოლმე. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ტურნირია და მიმდინარე წლის კამპანიასაც მაქსიმალურად კარგი სტარტით შევხვდებით.“ - განაცხადა 26 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა.

შესაძლოა ისკო მართლაც ვერ მოხვდა მადრიდის „რეალის“ საწყის შემადგენლობაში, მაგრამ მოედანზე შემოსვლის შემდგომ დაამოწმა, რომ იგი „სამეფო კლუბის“ მართლაც გამორჩეული ფიგურაა.

ლუკა მოდრიჩის შეცვლიდან რამდენიმე წუთის შემდგომ, ისკომ გოლი გაიტანა და „სან მამესზე“ შეკრებილი „ატლეტიკის“ გულშემატკივრები დაამწუხრა.

ესპანელის თქმით, მას კარგად ესმის, თუ რატომ არ შეიყვანა ხულენ ლოპეტეგმა ფეხბურთელი „რეალის“ საწყის შემადგენლობაში:

„გუნდში მხოლოდ მე არ ვთამაშობ. ჩემი თანაგუნდელებიდან ბევრი მათგანი შესაძლოა ჩემზე უკეთესი იყოს და სწორედ ამიტომ, გუნდის შემადგენლობას არა მე, არამედ მთავარი მწვრთნელი განსაზღვრავს.“

„წინ გრძელი სეზონია და ბრძოლისათვის მზად უნდა ვიყოთ, ამასვე გვეუბნება ხოლმე მთავარი მწვრთნელი. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ჩვენი მიზნების განხორციელებას.“

„ეს ფეხბურთია, „ატლეტიკის“ სახით, ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. როგორც გვჩვევია, ისე გამორჩეულად არ გვიასპარეზია, მაგრამ არც ცუდად არ ვითამაშეთ. შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ მოთმინება და სიზუსტე დაგვაკლდა, თორემ მატჩის სადავეებს ხელთ ჩავიგდებდით.“ - ციტირებს მადრიდის "რეალის" ესპანელი ფეხბურთელის ისკოს სიტყვებს "Reali.Ge".

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გასვლაზე, „ბარსელონამ“ „რეალ სოსიედადს“ 2:1 ანგარიშით სძლია. შედეგად, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, კატალონიელები მადრიდელებს 2 ქულით უსწრებენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა