სეხიო რამოსისა და მარსელოს "ატლეტიკთან" დაპირისპირების შემდგომი კომენტარები

image


„სან მამესის“ მოედანზე დაფიქსირებული ფრეს შემდგომ, სერხიო რამოსმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და მატჩი შემდეგნაირად შეაფასა:

„ სტუმრად „სან მამესზე“ ჩასვლა და თამაში ძალიან ძნელ დავალებას წარმოადგენს. მთელ დივიზიონში, ყველა კლუბს შორის, „ატლეტიკის“ მოედანზე სტუმრად ასპარეზობა ერთ-ერთი ურთულესი მისიაა, რაც ჩვენ ყველას კარგად გვესმის. ბილბაოს „ატლეტიკის“ ფეხბურთელებმა ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა ითამაშონ და რაზეა დაფუძნებული მათი ტაქტიკა. ამას გარდა, მათ მხარში უდგანან და გვერდს უმაგრებენ კლუბის გულშემატკივრები. ვიცოდით, წინ ძნელი გამოცდა რომ გველოდა.“

„შეხვედრის პირველ ნახევარში, ბურთის შენარჩუნება და გადაადგილება გვიჭირდა, მაგრამ შესვენების შემდგომ, თამაში გამოვასწორეთ, რაც საბოლოო ანგარიშსა და შედეგზეც აისახა. ის რეზულტატი არაა, რასაც ვისურვებდით, მორიგი 3 ქულის მოპოვება გვსურდა, მაგრამ ახლა ჩვენი ყურადღება მომდევნო მატჩისკენ უნდა გადავიტანოთ.“

„თამაშს თავიდან უნდა ვუყურო და კარგად გავაანალიზო. ისედაც ცხადია, რომ პირველი 45 წუთის განმავლობაში, სისწრაფე გვაკლდა და მოედნის სივრცე სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ. „ატლეტიკი“ თავს კარგად იცავდა, კლუბის ფეხბურთელებს კარგად ესმით თუ როგორ დაიცვან თავი. ისინი მოქმედებდნენ, როგორც შეკრული ერთეული. ფეხბურთელები კომპაქტურად განლაგდნენ და რთული იყო ჩვენთვის, რომ რაიმე გაგვეწყო. მატჩის მეორე ნახევარში, დაცვის ხაზი გავარღვიეთ, მეტი წნეხი განვახორციელეთ, გოლი გავიტანეთ და პასების უკეთ შერჩევა დავიწყეთ.“

„ჩვენ ჩვენ საქმიანობას საკუთარი თავი მივუძღვენით და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ჩვენთაგანი ითამაშებს. ვიცით, რომ მოედანზე ყველაფერი უნდა დავტოვოთ და ყველა თამაშში შევძლოთ 3 ქულის მოპოვება. სწორედ ამიტომ, 1 ქულის მონაგარი წარმატებად არ მიმაჩნია. მოედანზე ყოველთვის მატჩის მოსაგებად გავდივართ და არსებობს გარკვეული ასპექტები, რაც უნდა გავაუმჯობესოთ.“ - განაცხადა „სამეფო კლუბის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა.

პრესკონფერენციაზე, მატჩის ირგვლივ, მადრიდის „რეალის“ მარცხენა მცველმა, ბრაზილიელმა მარსელომაც გააკეთა კომენტარი:

„ფრე გულდასაწყვეტი შედეგია. უფრო სამართლიან რეზულტატს ველოდით, რაშიც მატჩის მოგებას ვგულისხმობ. მოედანზე ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. შეხვედრის მეორე ნახევარი უკეთ ჩავატარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია, ახლა ფოკუსი მომავალ შეხვედრაზე უნდა გვქონდეს. ბურთს ძირითადად ჩვენ ვაკონტროლებდით, ბევრი შანსი შევქმენით, მაგრამ გოლი არა და არ გადიოდა, ბურთმა უბრალოდ არ მოისურვა მეტოქის კარში შესვლა. ფანტასტიკური გუნდი გვყავს, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შეხვედრის მოგება ვერ შევძელით.“

„არ გვინდოდა, რომ „ატლეტიკის“ წინააღმდეგ ქულები დაგვეკარგა. მოთმინებაც არ გვეყო. როგორც კი გოლი გაგვიტანეს, ძალიან სწრაფადვე მოვინდომეთ პასუხის დაბრუნება, მაგრამ ფეხბურთში ასე მარტივად არ ხდება. 3 ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. მშვენიერ ფორმაში ვართ და წარმატების მისაღწევად ძალას არ დავზოგავთ.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების რამოსისა და მარსელოს სიტყვებს „Reali.Ge”.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა