ხულენ ლოპეტეგის კომენტარი "ატლეტიკთან" გამართული მატჩის შესახებ

image


„ატლეტიკის“ წინააღმდეგ, „სან მამესის“ მოედანზე გამართული შეხვედრის შემდგომ, ხულენ ლოპეტეგი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და 1:1 ანგარიში შემდეგნაირად შეაფასა:

„მხოლოდ ერთი რამ გვაკლდა - გოლის გატანა ვეღარ შევძელით. მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით და მოწინააღმდეგეზე 2-ჯერ მეტი გოლის გატანის მცდელობა გვქონდა. „ატლეტიკის“ ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იასპარეზეს, რასაც ჩვენც ველოდით. მათ ჩვენი მოთამაშეების აყვანა და შეზღუდვა შესანიშნავად მოახერხეს. შეხვედრის მეორე ნახევარში, მატჩის მოგების არაერთი შესაძლებლობა მოგვეცა. ძალიან დაძაბული და შეუპოვარი ბრძოლა გაიმართა, ის რაც, „ატლეტიკს“ ისედაც სჩვევია.“

„მატჩში ის ცვლილებები განვახორციელეთ, რისთვისაც მზად ვიყავით. რამდენიმე ალტერნატივა გავაფართოვეთ. მეტოქე თამაშის დონის მომატებისკენ გვიბიძგებდა, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენც მოვახერხეთ. მეორე ნახევარში, „ატლეტიკს“ ვჯობნიდით, გოლიც გავიტანეთ. მოწინააღმდეგის კარის აღება უფრო მეტჯერაც შეგვეძლო, ეს ვერ მოვახერხეთ და სწორედ ამიტომ, სახლში მხოლოდ 1 ქულით ვბრუნდებით.“

„საქმე იმაში არაა, „ატლეტიკი“ შეუპოვრად იბრძოდა თუ არა, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ მეტოქის კართან შექმნილი მომენტები სათანადოდ, რათა ჩვენთვის საკუთარი თამაში თავზე არ მოეხვიათ. ბილბაოს „ატლეტიკი“ ძალიან სერიოზული მეტოქეა და აქ ჩამოსვლა ნამდვილად ძნელ გამოწვევას წარმოადგენს. მატჩის მეორე ნახევარში, „ატლეტიკის“ თამაში გავშიფრეთ და გამათანაბრებელი გოლიც გავიტანეთ.“

„საერთაშორისო პაუზის შემდგომ, თითოეულ ფეხბურთელს ცალკ-ცალკე უნდა დააკვირდე და დასკვნა გამოიტანო, თუ როგორ გრძნობს თავს. რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი და ჩვენც გარემოებისდა მიხედვით ვიღებთ სათანადო გადაწყვეტილებებს.“

“რამდენიმე მიზეზის გამო, მოდრიჩს მძიმე ზაფხულის გადატანა მოუწია. მიმდინარე სეზონში, მან მოედანზე გარკვეული დრო უკვე დაჰყო, ვარჯიშებსაც რეგულარულად ესწრება და ასპარეზობისთვის მზადაა. ეს ყველაფერი ასე რომ არ ყოფილიყო, არც „ატლეტიკის“ წინააღმდეგ ვათამაშებდით. მიუხედავად რთული და დატვირთული ზაფხულისა, მოდრიჩი წარმატებული სეზონის ჩასატარებლად მზადაა.“

„შეგვეძლო მოედანზე მარიანო გამოგვეყვანა. გარეტ ბეილი უნდა გასულიყო და გადავწყვიტეთ, რომ უელსელი ფეხბურთელის ნაცვლად ლუკასი შემოგვეყვანა. შედეგად, ფლანგზე გამოვცოცხლდით და არაერთი შანსი სწორედ აღნიშნული პოზიციიდან შევქმენით.“

„რაც შეეხება ტონი კროოსს, გერმანელს შესანიშნავად შეუძლია როგორც მე-6, ასევე მე-8 ნომრის მაისურებით ასპარეზობა. მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ყოჩაღ „ატლეტიკს“, მოედნის ცენტრში საკმარისად შეგვავიწროვა.“

„ისკოსი და მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი შემადგენლობისა მჯერა. ჩემი შეხედულება ისკოს შესახებ არ შეცვლილა, პირიქით, ჩემს ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტად ვენდობი.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ 52 წლის ესპანელი მთავარი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის სიტყვებს “Reali.Ge”.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა