ზიდანის საინტერესო ინტერვიუ: "ბარებში არ მივლია, არ ვსვამდი და არ გავლოთებულვარ"

image


ზინედინ ზიდანი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფიგურაა როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის ამპლუაში. მისი თქმით, მწვერვალებზე ასვლის პროცესი ძველად, 1980 წლისთვის და ახლა, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

"უწინ, იმისათვის, რომ გეთამაშა, კარგი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყავი, ისეთი მარტივი არ იყო, როგორც ახლაა. დღესდღეობით, თუკი შეამჩნევენ, რომ ცოტათი მაინც ხარ ნიჭიერი, შანსებს ძალიან მალე მოგცემენ."

ზიდანმა აღიარა, რომ სკოლაში სწავლა უჭირდა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა პატარაობიდანვე იცოდა, რომ ფეხბურთელობა სურდა, მაგრამ ეს მისია რთული შესასრულებელი იყო.

"მხოლოდ ის მინდოდა, რომ ფეხბურთი მეთამაშა, მაგრამ სკოლაში სწავლა ძალიან მიჭირდა. მშობლები არ მეჩხუბებოდნენ, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ჩემი მიდგომა არასწორი იყო. ერთხელაც, ასეთი რამ მითხრეს: "ვიცით, რომ რაღაც გაქვს ჩაფიქრებული და გადაწყვეტილი, ასე რომ, გააკეთე ის, რისი კეთებაც გულით გინდა."

"ნებართვა უკვე მქონდა და კანში რომ ჩავედი და ფეხბურთელების ვარჯიშს შევხედე, გავიფიქრე: "აი! ეს არის ის, რისი კეთებაც მართლა მსურს!"


იმ დღიდან, ზიდანმა უკვე გააცნობიერა საკუთარი მიზანი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სურდა გამხდარიყო: "სწორედ იმ მომენტიდან მოყოლებული, საკუთარი თავი ვაიძულე, რომ საუკეთესო გავმხდარიყავი. საკმარისად ვისვენებდი, არასდროს მივლია ბარებში, არ ვსვამდი, არ გავლოთებულვარ და თავი არ შემირცხვენია. თავს ვუვლიდი, ბევრ წყალს ვსვამდი და ვარჯიშებს ვასრულებდი. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ეს იყო ის, რისთვისაც უნდა მიმეღწია ნებისმიერ ფასად. ასე გავახარე მშობლები და ჩემით ამაყობდნენ."

"ძველად, რომ შეემჩნიე, კარგი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყავი, მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა. პირველ რიგში, უნდა გეჩვენებინა, რომ სხვებისგან განსხვავებული ხარ. მაშინ კლუბებში ერთი ან ორი ახალგაზრდა მოთამაშე იყო, დღეს კი სხვა სიტუაციაა. თანამედროვე ყოფაში ყველაფერი განვითარდა და პროგრესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეცდომების დაშვების აღარ ეშინიათ." - ციტირებს ზინედინ ზიდანის სიტყვებს ესპანური გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა