ზინედინ ზიდანის პრესკონფერენცია "სელტას" დამარცხების შემდგომ

image


"სელტას" 2:0 ანგარიშით დამარცხების შემდგომ, ზინედინ ზიდანი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გაესაუბრა და შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"სახლში ბედნიერები ვბრუნდებით. თავს კარგად ვგრძნობთ და ის შედეგი დავაფიქსირეთ, რაც გვინდოდა. თამაში საუკეთესოდ არ დაგვიწყია, მაგრამ ეს ასეც უნდა მოხდეს, მოთმინება გვმართებს. პირველი ნახევრის დასასრული კარგი იყო, შესვენების შემდგომ კი თამაშს უკვე მნიშვნელოვნად მოვუმატეთ. ფიზიკურად ფეხბურთელები მოწოდების სიმაღლეზე არიან."

"შესვენებაზე მცირე ტაქტიკური ცვლილებებიც განვახორციელეთ. დაახლოებით 20-ჯერ ჩავაწოდეთ ბურთი, დასარტყმელ პოზიციაზეც ბევრჯერ გავედით და როდესაც ამდენ შანსს ქმნი, საბოლოოდ გოლის გატანის რეალური შესაძლებლობებიც გეძლევა. ისინი კარგად გამოვიყენეთ."

"თავს კარგად ვგრძნობ. ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან მადრიდში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. კარგი ატმოსფეროა და სეზონის კარგად ჩამთავრება გვინდა. უნაკლო შეხვედრა არ ყოფილა, მაგრამ ბევრი დადებითი მომენტი დავინახე."

"მხოლოდ 3 სავარჯიშო სესია ჩავატარეთ. ახლა 2 კვირა გვაქვს იმისათვის, რომ ფეხბურთელებთან ვიმუშაოთ, დაველაპარაკოთ, ვივარჯიშოთ და შესწავლილი პრაქტიკაშიც გამოვიყენოთ. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო თამაში უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელი."

"როდესაც გუნდს ელაპარაკები, ყველაფერი ლაკონურად და მარტივად უნდა თქვა. ეს ასეც მოხდა. კარგად ვიასპარეზეთ და ცალკეულ ასპექტებს გამოვასწორებთ. ფეხბურთელთა ნაწილი ნაკრებში გამოიძახეს, ზოგიერთები კი ჩვენთან დარჩებიან. მუშაობა უნდა განვაგრძოთ. მთავარია, რომ მოთამაშეები თავს კარგად გრძნობდნენ, ბედნიერები უნდა იყვნენ და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება."

"ფეხბურთელებმა იციან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა. ამ ასპექტით კმაყოფილი ვარ, რადგანაც მატჩი ცუდად დავიწყეთ, მაგრად კარგად ჩავამთავრეთ. ცუდად დაწყება იმის მიზეზი იყო, რომ მცირე ცვლილებები განვახორციელეთ, შემდეგ კი ყველაფერი გაუმჯობესდა. როცა ბურთი არ გაქვს, უნდა იბრძოლო და დაიბრუნო. პრესინგის კუთხითაც სოლიდური პერფორმანსი ვაჩვენეთ."

"მოთამაშეებს თავიანთ მიღწევებსა და ღვაწლს ვერავინ წაართმევს. ჩემს განკარგულებაში 25 ფეხბურთელია და ყველას გამოვიყენებ. კურტუა და რეგილონი კარგად თამაშობენ. კეილორიც მოწოდების სიმაღლეზეა, ისევე როგორც მარსელო, ისკო და ბეილი. კარგად ითამაშეს და მათ ვენდობი. მწვრთნელისთვის ხშირად სწორედ ისაა ძნელი, რომ ზოგიერთი მოთამაშის განაცხადს მიღმა დატოვება უწევს."

"დღეს ნავასმა ითამაშა, სხვა დროს კურტუა იასპარეზებს. ლუკაც ჩვენთანაა. 3 კარგი გოლკიპერი გვყავს და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მადრიდის "რეალს" 2 ან 3 საუკეთესო მეკარე სჭირდება და მწვრთნელს რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს. მათი იმედი მაქვს."

"სებალოსის პერფორმანსით კმაყოფილი ვარ. დაცვის კუთხითაც კარგად ითამაშა. მაღალი დონის ფეხბურთელია. წარსულზე არ ვილაპარაკებ. ყველაფერი კარგადაა და მუშაობას განვაგრძობთ."

"მომავალში ცვლილებები იქნება, მაგრამ ვინ წავა და ვინ დარჩება, ამას დარჩენილი მატჩების შედეგი არ განსაზღვრავს." - ციტირებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი 46 წლის ფრანგი სპეციალისტის ზინედინ ზიდანის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზის გამო, მადრიდის "რეალი" მომდევნო შეხვედრას გამართავს 31 მარტს. "სამეფო კლუბი" "უესკას" დაუპირისპირდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა