ბორხა მაიორალი: "მარიანოს გაფორმება რომ არა, ახლა "რეალში" ვიქნებოდი..."

image


„ლევანტეში“ იჯარით გადასვლიდა მიუხედავად, ბორხა მაიორალი აცხადებს, რომ ხულენ ლოპეტეგს ფეხბურთელის მადრიდის „რეალში“ ხანგრძლივი დროით დარჩენა სურდა.

ისე ჩანდა, თითქოს მადრიდის "რეალის" ძირითად შემადგენლობაში, 21 წლის ფეხბურთელის ადგილი გარანტირებული იყო, მაგრამ ლიონის "ოლიმპიკიდან" მარიანო დიასის გადმოყვანამ და დომინიკელი ფეხბურთელის "ლოს ბლანკოსის" რიგებში გაფორმებამ, მაიორალთან დაკავშირებული გეგმები შეცვალა.

აი, რა განაცხადა ახალგაზრდა ესპანელმა პრესკონფერენციაზე, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით:

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მარიანოს გაფორმება რომ არა, ვფიქრობ, რომ დღეს, მადრიდის „რეალში“ ვიქნებოდი.“

“ტრანსფერის განხორციელებამდე 2 კვირით ადრე, ხულენ ლოპეტეგმა მითხრა, რომ ჩემი კლუბში დარჩენა სურდა. მიუხედავად ამისა, მე კარგად მესმის ის გარემოება, რომ სატრანსფერო პერიოდი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.“

„ჩემს წინაშე რამდენიმე ალტერნატივა იდგა - შემეძლო „სევილიაში“ ან „ალავესში“ გადასვლა, მაგრამ ორივე მათგანს „ლევანტე“ ვამჯობინე. „ლევანტეს“ თამაშის სტილი ძალიან მომწონს და კლუბმა მიმდინარე კამპანიაც კარგად დაიწყო.“

„ამ ზაფხულს, „ლევანტე" ყველაზე მეტად დაინტერესდა ჩემით, მადრიდის „რეალში“ დარჩენა კი ჩემთვის სასარგებლო აღარ იქნებოდა, რადგან ჩემი ადგილი დავკარგე. კლუბის შეცვლა ყველაზე სწორი არჩევანი იყო, რაც კი იმ მომენტში შემეძლო გამეკეთებინა.“ - ციტირებს 21 წლის ბორხა ბაიორალის სიტყვებს „Reali.Ge”.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა