ხულენ ლოპეტეგის კომენტარი ბილბაოს "ატლეტიკთან" დაპირისპირებამდე

image


ბილბაოს „ატლეტიკთან“ დაპირისპირებამდე, მადრიდის „რეალმა“ ბოლო ვარჯიში გამართა, რის შემდგომაც, პრესკონფერენციაზე, ხულენ ლოპეტეგმა ჟურნალისტებთან მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა.

ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა „სან მამესზე“ გასამართი მატჩის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„საერთაშორისო შესვენების შემდგომ, ცოტა რთულია, რომ სასურველ ფორმას დაუბრუნდე. ასეთ დროს, სიტუაციას ვაცნობიერებთ და ვიცით რაც გველის. მოთამაშეები კლუბში მაშინ ბრუნდებიან, როგორც კი ნაკრებში თამაშს ასრულებენ. ამის შემდგომ, დარჩენილ მცირე დროს მაქსიმალურად ვიყენებთ და აქცენტი ისევ „ლა ლიგასა“ და მის ფარგლებში ასპარეზობაზე გადაგვაქვს."

„ბილბაოს „ატლეტიკი“ 15 დღის განმავლობაში ემზადებოდა და საკუთარ მოედანზე ჩვენ ჩასვლას ელოდა. წინ დიდებული მატჩი გველის, სასიამოვნო და ამაღელვებელი ატმოსფეროთი, რომელიც „სან მამესის“ ფანტასტიკურ მოედანზე შეიქმნება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სირთულეებისთვის და გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.“

„მოწინააღმდეგე კარგ ფორმაში იქნება. იმისათვის, რომ „ატლეტიკი“ დავამარცხოთ, მატჩში ძალების მაქსიმუმის ჩადება მოგვიწევს. მეტოქე დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს და მხოლოდ ასეთი სრულყოფილი პერფორმანსით თუ შევძლებთ მოგებას. აღნიშნული მატჩისათვის, „ატლეტიკი“ ძალიან კარგად მოემზადა და მას სათანადო ფეხბურთელები ზურგს უმაგრებენ.“

„მართალია წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩი გველის „რომას“ წინააღმდეგ, მაგრამ ახლა მხოლოდ „ატლეტიკთან" დაპირისპირებაზე ვფიქრობთ. თითოეულ მატჩში ენერგიითა და ძალებით სავსენი უნდა წარვსდგეთ. საერთაშორისო პაუზის შემთხვევას ვითვალისწინებთ, მესმის გარემოება, რაშიც ვიმყოფებით, მაგრამ „ატლეტიკის“ წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის მოსაგებად, საუკეთესო გზის გამოძებნას შევეცდებით.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ 52 წლის მთავარი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის სიტყვებს “Reali.Ge”.

შეგახსენებთ, რომ "სან მამესის" მოედანზე, ბილბაოს "ატლეტიკი" მადრიდის "რეალს" ხვალ, 15 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე უმასპინძლებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა