ზიდანმა ისკოსა და ბეილის შესახებ ისაუბრა

image


"ლა ლიგის" 28-ე ტურის ეგიდით "სელტასთან" დაპირისპირებამდე, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

აი, რა განაცხადა "თეთრების" მთავარმა მწვრთნელმა კლუბის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ცალკეული ფეხბურთელების შესახებ:

"მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებთან უკვე 3 დღე გავატარე. ისინი არაჩვეულებრივ ფორმაში არიან და არც მოწადინება აკლიათ. კიდევ 11 თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი და მიმდინარე სეზონი კარგად უნდა ჩავამთავროთ. მოთამაშეები თავს ბედნიერად გრძნობენ. ის 3 სესია, რაც გავმართეთ, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ არც ინტენსივობა, არც წარმატებისა და ასპარეზობის წყურვილი. მთავარი სწორედ ესაა. რთული წელიწადი იყო, მაგრამ მათ ბევრი კარგი რამ გააკეთეს. გვინდა, რომ ხვალ კარგად ვიასპარეზოთ და "სელტა" დავამარცხოთ."

"თამაში იგივე არ არის, რაც ვარჯიში. კარგია, რომ მადრიდის "რეალში" მყოფი ყველა ფეხბურთელი უმაღლესი კლასის ათლეტია. მთავარი ისაა, რომ ყველა მზადაა. ჩემს განკარგულებაში არიან "ლოს ბლანკოსის" მოთამაშეები და ერთ-ერთი მათგანი ისკოა. ხვალ ვნახავთ სასტარტო შემადგენლობას. "რეალის" მდგომარეობა ფეხბურთელებს კარგად ესმით."

"სატურნიო ცხრილში "სელტა" უფრო მაღლაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ძალიან კარგი გუნდია. მიმდინარე სეზონი მათთვის მერყევი და ცვალებადი აღმოჩნდა, მაგრამ კარგი ფეხბურთის თამაში ნამდვილად შეუძლიათ. მოტივირებული ვართ, რომ "ბერნაბეუზე" წარმატებით ვიასპარეზოთ. ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა გადამწყვეტია. ლამაზი პერფორმანსი რომ ვაჩვენოთ, ამ პროცესში ყველა ფეხბურთელმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს."

"ისკოს მხოლოდ ფეხბურთის თამაში უნდა. აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ ფეხბურთზე ვიფიქროთ. ისკოს იმედი მაქვს, ისევე როგორც ყველა სხვა მადრიდისტასი. მთავარია, რომ თითოეული მოთამაშე ჩართული იყოს პროცესში."

"ვერაფერს ვიტყვი გარეტ ბეილის მიერ ჩატარებულ სეზონზე ამ მომენტამდე. 11 მატჩი უნდა ვითამაშოთ და მას ვენდობი. გარეტი სათამაშოდ მზადაა."

"მბაპე და ნეიმარი არაჩვეულებრივი მოთამაშეები არიან, მაგრამ იმ ფეხბურთელებზე ვერ ვისაუბრებ, რომლებიც მადრიდის "რეალს" არ ეკუთვნიან. ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ."
- ციტირებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი და ესპანური გამოცემა "MARCA" ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" "სელტა ვიგოს" შაბათს, 16 მარტს უმასპინძლებს. შეხვედრა, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა