ზიდანის პირველი პრესკონფერენცია მადრიდის "რეალში" დაბრუნების შემდგომ

image


მადრიდის "რეალში" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში დაბრუნების შემდგომ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა:

"თავს კარგად ვგრძნობ და მიხარია, რომ დავბრუნდი. სასიამოვნოა ასეთ დიდებულ კლუბში დაბრუნება და არაჩვეულებრივ ფეხბურთელებთან მუშაობა. როდესაც ფლორენტინო პერესმა დამირეკა, პირველი, რაზეც ვფიქრობდი, "სამეფო კლუბში" დაბრუნება იყო და აი, მეც მოვედი. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა და აქ იმიტომ ვარ, რომ მადრიდის "რეალი" მიყვარს."

"მადრიდის "რეალში" მუშაობა დიდი გამოწვევაა. წარსულზე რომ ვფიქრობდე, საერთოდ არ დავბრუნდებოდი. საქმე "ლოს ბლანკოსშია". პრეზიდენტს, კლუბსა და გულშემატკივრებს უნდა ვემსახურო. დადებითად ვარ დამუხტული და მინდა, რომ კლუბმა ასპარეზობის ხარისხს მოუმატოს, ზუსტად ამაზე ვიმუშავებთ. 9 თვის შემდგომ, ახალი პროექტით დავბრუნდი, ამჯერად უკვე დასვენებული და აღდგენილი ენერგიით. ვერავინ წამართმევს იმ სიხარულს, რითიც ვარ სავსე. მზად ვარ განვიცადო თუ რას ნიშნავს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთელობა. ეს ის საქმიანობაა, რაც მე მიყვარს."

"მადრიდის "რეალში" მყოფ პიროვნებებს ეს კლუბი უყვართ, ამიტომ აქ ყოფნა ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. მეც ერთი მათგანი ვარ, ამ ემბლემასა და მაისურს წარმოვადგენ, რომლითაც ბევრჯერ მომიგია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ვარ. არ დამვიწყებია რა გამარჯვებებიც მოვიპოვეთ, მაგრამ ისიც მახსოვს რა გაგვიჭირდა. "ლა ლიგისა" და "კოპა დელ რეის" მოგება ვერ მოვახერხეთ, სამაგიეროთ ჩემპიონთა ლიგაზე ვიზეიმეთ გამარჯვება. ვიცი რაც ხდება "რეალში". ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკეთ ვიასპარეზოთ."

"შემადგენლობაში მყოფ ფეხბურთელებს ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ. ძალიან მინდა მათთან ერთად ყოფნა, მუშაობა, შრომა. დარჩენილი 11 თამაში უმნიშვნელოვანესია."

"9 თვის წინ მადრიდის "რეალიდან" წავედი და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი ინტერვიუ არ მიმიცია. პრეზიდენტს უარი ვერ ვუთხარი, რადგან მან კარგად იცის თუ რა ხდება კლუბში. უამრავი წარმატების შემდგომ, ასპარეზობის დონე ხშირად ეცემა. სწორედ ეს დაგვემართა. ამას შორიდან ვხედავდი ისე, თითქოს პროცესის ნაწილი ვიყავიო. ახლა ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ დარჩენილ 11 მატჩში კარგად ვითამაშოთ და ვნახოთ, რას შევძლებთ მომავალში."

"გული მეუბნება, რომ ამ თვეების განმავლობაში კარგად დავისვენე. მადრიდის "რეალი" და უშუალოდ პრეზიდენტი დამიკავშირდა და ეს ბევრს ნიშნავს. ვგონებ, კარგი დროა დასაბრუნებლად."

"გუნდში ცვლილებებია განსახორციელებელი და ამას მომავალ სეზონში განვახორციელებთ. საკმარისი დრო გვაქვს ცვლილებებისთვის. ახლა მთავარი გამოწვევა მომდევნო 11 თამაშია. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვაგროვოთ."

"მინდა, რომ ფეხბურთელებთან ერთად ვიყო. მთელ სეზონს ვადევნებდი თვალყურს და ფეხბურთელებიც კი აღიარებენ, რომ რთული წელია. ყოველთვის ვერ მოიგებ. ასეა ფეხბურთში და ეს ცვლილება უნდა მიიღო. ხანდახან ძნელი დრო გიდგას და სწორედ ახლაა ეს მომენტი. შორიდან ცუდი შედეგების ყურება ძალიან ძნელი იყო. მოთამაშეებს შორის მინდა ვიყო. შრომა უნდა განვაგრძოთ."

"წავედი იმიტომ, რომ ეს მჭირდებოდა. ყველაფრის მოგების შემდგომ, გუნდს ცვლილება ესაჭიროებოდა. ეს ხდება ამ კლუბში. ასე ვხედავდი მოვლენებს. დაბრუნება გადავწყვიტე იმდენად, რამდენადაც პრეზიდენტი დამიკავშირდა. მიყვარს "რეალი" და პერესი. 9 თვის შემდგომ, მზად ვარ "რეალს" გავუძღვე."

"მინდა განვმარტო: იმ დროისათვის, მე მჭირდებოდა წასვლა და კლუბსაც ესაჭიროებოდა ეს. ვფიქრობდი, რომ 2 წელიწად-ნახევარში ყველაფრის მოგების შემდგომ, რაღაც უნდა შეცვლილიყო. ვიცი, რაც ხდება ამ სეზონში. სხვადასხვა კლუბებმა მიმიწვიეს, მაგრამ "რეალში" ყოფნა მწადია. სეზონი სოლიდურად უნდა ჩაამთავროთ და მომდევნო წლისთვის მოვემზადოთ."

"მესმის, რომ ჩემი წასვლის გამო ხალხს გული ეტკინა. ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ ისე უნდა მოიქცე, როგორც თვლი, რომ სწორი იქნება. ვიგრძენი, რომ სწორს ვაკეთებდი. ყველაფერზე უნდა იფიქრო. მწვრთნელობა კარგია, მაგრამ მადრიდის "რეალის" სათავეში ყოფნა განსაკუთრებულია. ეს არის ჩემი გამოცდილება და ერთი სული მაქვს საქმეს დავუბრუნდე."

"კლუბის წინაშე ვალდებული არ ვიყავი. ჩემი წასვლა საუკეთესო გადაწყვეტილებად მიმაჩნდა ყველასთვის. ცვლილება იყო საჭირო. ესაა და ეს. 9 თვის განმავლობაში ჩემი ფიქრები და დამოკიდებულება შეიცვალა."

"გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, მაგრამ "ლა ლიგასა" და "კოპა დელ რეიზე" არ გაგვიმართლა. ვერავის დავსდებ ბრალს. ყველამ ყველაფერი გავაკეთეთ. შევეცდებით ეს უიღბლობა გამოვასწოროთ და მეტ წარმატებას მივაღწიოთ."

"იმავე სამწვრთნელო შტაბთან ერთად ვიქნები, ვისთან ერთადაც წინა წლებში ვმუშაობდი."

"დღეს კრიშტიანუ რონალდუზე საუბრის დრო არ გვაქვს. მან "რეალის" ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა, მაგრამ წინ 11 თამაში გვაქვს და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. რონალდუზე ვერ ვილაპარაკებთ." - ციტირებს 46 წლის ფრანგი სპეციალისტის ზინედინ ზიდანის სიტყვებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ "ლა ლიგის" ეგიდით, მადრიდის "რეალი" "სელტას" უმასპინძლებს 16 მარტს. შეხვედრა 7 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა