პერესს მბაპეს ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს, მან კი სიცილით ასეთი პასუხი გასცა

image


ორშაბათს, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა "სანტიაგო ბერნაბეუ" კარგი განწყობით დატოვა. მან "ლოს ბლანკოსის" მთავარ მწვრთნელად კვლავ ზინედინ ზიდანი დანიშნა და ფრანგი ვარსკვლავის შესაძლო ტრანსფერზეც მიანიშნა.

284 დღის შემდგომ, ზინედინ ზიდანმა თავისი სამუშაო დაიბრუნა. სანტიაგო სოლარი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულ იქნა. ფლორენტინო პერესი იმედოვნებს, რომ ზიდანი კლუბს ძველებურ ხალისს დაუბრუნებს.

"ზიდანი 18-წლიანი სიყვარულის ისტორიაა."

"დღეს დიდი დღეა. ყველა აღტაცებულია."

"რამდენიმე ცვლილებაა განსახორციელებელი, მაგრამ რევოლუცია არ იგეგმება."

"ზიდანს ენთუზიაზმი მოაქვს არა მარტო ესპანეთისთვის, არამედ მთელი სამყაროსათვის."

"ახლა შედეგი მატჩისათვის უნდა მოვემზადოთ და სეზონი სოლიდურად ჩავამთავროთ."

პერესმა კრიშტიანუ რონალდუზე ბევრის ლაპარაკი არ ისურვა, მაგრამ როდესაც კილიან მბაპეს სახელი უხსენეს, პრეზიდენტმა სიცილით თქვა: "ზიდანიც ფრანგია, იქნებ მბაპესაც რამე მოუხერხოს." - ასეთი იყო პერესის სიტყვები ესპანური გამოცემა MARCA-ს მიხედვით.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა