სოლარის საინტერესო პრესკონფერენცია "ვალიადოლიდთან" დაპირისპირებამდე

image


"ვალიადოლიდთან" დაპირისპირებამდე, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს გაესაუბრა. აღსანიშნავია, რომ სოლარი აუდიტორიაში 13:00 საათის ნაცვლად, 14:15 საათზე გამოცხადდა. დაგვიანება მან მარტივად ახსნა:

"რაღაც-რაღაცები მოსაწესრიგებელი იყო და დავაგვიანე."

"ჩვენ საქმეს პროფესიონალურად ვეკიდებით. მართალია რომ ამბობენ ადამიანის მტკიცე ხასიათი განსაცდელების დროს ყველაზე კარგად სჩანსო. ასეთ დროს ხედავ ვინ არის შენს გვერდით და ვინ არა, ვინ არის მოწოდების სიმაღლეზე, ვინ არის ბედნიერი, ვინ არის დამწუხრებული და ვინ არის მზად იბრძოლოს და მძიმე სიტუაცია გამოასწოროს."

"კიდევ ერთი ძნელი მატჩი გველის წინ. "ვალიადოლიდი" ყველაფერს გააკეთებს თამაშის მოსაგებად და ჩვენც იმავეს ვაპირებთ. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვაგროვოთ. მთავარია გუნდურად ვიასპარეზოთ."

- მადრიდის "რეალის" ყველა ფეხბურთელი ღირსეულად ატარებს "სამეფო კლუბის" ემბლემას?

"უმეტესობა კი და ვინც არა, მათ უკვე ვუთხარი რაც საჭირო იყო."

- ახლა რომ დაგითხოვონ, უსამართლო განაჩენი იქნება?

"ეს ჩემი განსახილველი და შესაფასებელი არ არის. მთავარი ისაა, რომ ხვალინდელი მატჩი კარგად ჩავატაროთ. რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ პროფესიონალიზმი ყველაფერზე მაღლა დგას. 12 თამაში დაგვრჩა და რაც შეიძლება კარგი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. მათემატიკურად შანსი კიდევ გვაქვს. ქულებს შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ კარგი პერფორმანსი გვინდა რომ ვაჩვენოთ."

- რამოსის ვალიადოლიდში გამგზავრებაზე

"შეუძლია არც მკითხოს. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და ჩვენთან ერთად მოდის. ვფიქრობ, კარგია რომ გუნდს გვერდით უდგას მძიმე პერიოდში. ის გუნდს ამხნევებს, თანაგუნდელებს ანუგეშებს და კაპიტნის მოვალეობას ასრულებს."

- მოთამაშეებთან შეხვედრაზე

"ის, რაც პირადად ჩვენს შორის ხდება, არ არის საჭირო გასაჯაროვდეს. გასახდელში გვარდება რიგი საკითხები. არის რაღაცები, რაც პრესკონფერენციაზე არ ითქმება, მაგრამ საკუთარ თავს ყოველთვის კრიტიკულად ვაფასებთ. ფეხბურთელებიც ასევე აზროვნებენ. ეს მხოლოდ წაგების დროს არ ხდება. ეს არის ყოველდღიური პროცესი, განსაკუთრებით გამარჯვების შემდგომ. როდესაც რაღაც არ გამოგდის, ადვილია სხვას გადააბრალო. ძნელი ისაა, დაინახო რაშია შენი სისუსტე."

"იგივე შემიძლია ვთქვა, რაც ჩემი "რეალში" მოსვლის პირველ დღეს. აქ ყველანი განსაზღვრული დროით ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი თამაშია. ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ. ბევრს ვვარჯიშობთ და მოტივირებულნი ვართ, რომ მადრიდის "რეალის" ემბლემა ღირსეულად ვატაროთ."

- ისკოზე

"დისციპლინარული პრობლემები კლუბის შიგნით, უჩუმრად და პრივატულად გვარდება. რაც შეეხება მოედანზე ასპარეზობას, ეს საკითხი უცვლელია. ასეა ჩვენ გუნდში და ყველგან. იმისათვის რომ ითამაშო, კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყო და ასპარეზობის დონეს ფეხი აუწყო."

- შეუძლია თუ არა სამუშაოს გაგრძელება

"ეს თქვენი შესაფასებელია. ჩემი საქმე ისაა, რომ მაქსიმუმი გავაკეთო. ყოველთვის ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო და მცდელობას არ ვაკლებ. ამას ვამბობდი პირველივე დღიდან. ცოტა ხნით ვართ მოსულნი, წინ 12 თამაშია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომელიც მოახლოებულია."

- მესიჯი გულშემატკივრებს

"ძალიან მტკივნეული და მძიმე პერიოდია. ტკივილი და სევდა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ასევეა ჩვენ გუნდში აღიარების, დაფასების, ღირსებისა და მადლიერების ცნებები. 1000 დღის შემდგომ, ევროპის თასიდან გამოვარდით. აბა სხვა კლუბმა სცადოს იგივე!"

"სხვადასხვა განწყობები და ემოციები დინამიკურად იცვლება. ჩვენ მთლიანად მთელი კლუბი უნდა დავაფასოთ. არა მხოლოდ მოთამაშეები, სამწვრთნელო შტაბი, დასაქმებულები, არამედ უმთავრესად გულშემატკივრები. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ და ოქროს ეპოქაზე ვსაუბრობთ. თავისუფლად შესაძლებელია, რომ გუნდი ჩემპიონატს გამოეთიშოს, იგრძნოს ტკივილი და სევდა, მაგრამ ამავე დროს დაფასება და აპლოდისმენტებიც არ მოაკლდეს. ასეთ დროს, როდესაც შენ მიზანს ვერ აღწევ, თვითკრიტიკისა და თვითრეფლექსიის პერიოდის დრო დგება." - ციტირებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი 42 წლის სპეციალისტის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ "ვალიადოლიდი" - "რეალი" კვირას, 10 მარტს, 11:45 საათზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა