Food Tips and Chef's Answers


"რეალის" ყოფილი ვარსკვლავი: "ვინ ამბობს რომ "რეალი" რონალდუს გარეშე სუსტია?"

image


მადრიდის "რეალის" ყოფილი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი არ თვლის, რომ კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლამ მადრიდელები დაასუსტა.

"გულწრფელად რომ გითხრათ, მე ამის სულაც არ მჯერა. რონალდუ ფენომენალური ფეხბურთელია და მას დიდ პატივსაც ვცემ, მაგრამ მის წასვლას "რეალი" არ დაუსუსტებია. ის "სამეფო კლუბს" გოლებს შემატებდა, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ "რეალი" იმარჯვებს მაშინ, როდესაც ფეხბურთელები კოლექტიურად მოქმედებენ. ამაშია წარმატების გასაღები."

"კრიშტიანუს ამდენი გოლი სწორედ იქიდან გამომდინარე გაჰქონდა, რომ შანსებს უქმნიდნენ. ის არაჩვეულებრივი ფინიშერია, მაგრამ მომენტებს თავად არ ქმნიდა. მისი წარმატების მიღმა არაჩვეულებრივი გუნდური თამაში იდგა."

"ბენზემა ბრწყინვალე ფეხბურთელია და ნებისმიერ თამაშში შეუძლია გარდატეხის შეტანა. ზუსტად ეს გააკეთა კიევში გამართულ ფინალში. ბენზემა გუნდისთვის ბევრს შრომობს და სხვა ფეხბურთლებისთვისაც ბევრს აკეთებს, აი ეს კი ბევრს შეუმჩნეველი რჩება."
- ციტირებს 42 წლის ზეედორფის სიტყვებს ესპანური გამოცემა "El Mundo".

გასული წლის "ლა ლიგის" გათამაშებაში, მადრიდის "რეალს" ერთ თამაშში საშუალოდ 2.47 გოლი გაჰქონდა. ეს მაჩვენებელი წელს 1.65-მდე დაეცა.





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება