Food Tips and Chef's Answers


ხულენ ლოპეტეგის კომენტარი "მილანის" დამარცხების შემდგომ

image


ხულენ ლოპეტეგმა სანტიაგუ ბერნაბეუზე „მილანის“ წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა:


„სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული. ამჯერად, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისათვის, კიდევ უფრო საოცარი ატმოსფერო შეიქმნა. როდესაც გუნდი თამაშს იწყებს, მწვრთნელიც მოვლენების განვითარებაში ერთვება, მუდმივად ფოკუსირებულია და დახმარებას ცდილობს. ეს იყო ჩემი მიზანი. ასპარეზობას ყოველთვის თან ახლავს სხვადასხვა ემოცია, მაგრამ თამაში განსაკუთრებით ამაღელვებელია საკუთრივ ფეხბურთელებისათვის, რომელთაც ამდენი წელი დაჰყვეს ჩვენ კლუბში.“


„პრესეზონის ბალანსი დადებითია და კმაყოფილი ვარ. შევეცადეთ, რომ მატჩებში თითოეული ფეხბურთელი ჩართულიყო, რითაც მათ ვუბიძგებდით ეფიქრათ და მომზადებულიყვნენ პირველი ოფიციალური შეხვედრის ჩასატარებლად, მხედველობაში მაქვს რაღა თქმა უნდა ევროპის სუპერ თასი. გუნდის შრომას დადებითად ვაფასებ და ჩვენი საქმის კეთება ამგვარივე მოტივაციით უნდა განვაგრძოთ."


„ „მილანმა“ კარგად იასპარეზა. იყო გარკვეული ლაფსუსებიც, მაგრამ რამდენიმე გოლის გატანა გვინდოდა. ჩვენ, როგორც გუნდი, ზრდას ვაგრძელებთ. ისტორიულ გუნდს დავუპირისპირდით და შედეგით კმაყოფილი ვარ. „მილანმა“ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია და ჩვენი ძალების მაქსიმუმის მობილიზაცია დაგვჭირდა. ზოგ მატჩში ბევრ კარგ ასპექტს დაინახავ, ზოგში კი ნაკლებად - ყოველ შემთხვევაში ოთხშაბათის ფინალისათვის უნდა მოვემზადოთ, სულ ცოტა დრო გვრჩება.“


„რაც შეეხება ბეილს, არ ვაპირებ მის შეფასებას გასული სეზონების მიხედვით. იგი მოტივირებულია და სურს, რომ კარგი სეზონი ჩაატაროს. თავდაუზოგავად შრომობს, ბედნიერია, ეს ყველაფერი კი ჩვენც გვახარებს. ეს მხოლოდ დასაწყისია.“


„ბენზემათიც კმაყოფილი ვართ. ბევრს ვარჯიშობს, კარგ ფორმაშია და არც ენთუზიაზმს უჩივის. რა თქმა უნდა, ის ბევრ საკითხში გაგვიწევს დახმარებას და დაგვეხმარება არა მარტო გოლების გატანით. მისი „რეალში“ ყოფნა გუნდს ბევრ კარგს უქადის და ჩვენც მოხარული ვართ მისი სამეფო გუნდში ყოფნით.“


„მხოლოდ კარგი თუ გვეთქმის ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ. ძალიან კარგი პრესეზონი ჩაატარეს. ისინი „რეალს“ დიდ ენერგიასა და ენთუზიაზმს ანიჭებენ. პრესეზონი ჯერ არ დასრულებულა, ჯერ კიდევ გვაქვს დრო შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად.“


„ მადრიდის „რეალს“ ყველა მოედნის პოზიციაზე გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს, რაც იდეალურ საშუალებას გვაძლევს პრობლემურ სიტუაციებს ეფექტურად გავუმკლავდეთ.“ - განაცხადა 51 წლის ესპანელმა სპეციალისტმა.


შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათის ევროპის სუპერ თასის ფინალი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ თბილისის დროით 23:00 საათზე გიამართება.






დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება