"მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებო, უნდა გრცხვენოდეთ!"

image


უკანასკნელ პერიოდში, მადრიდის "რეალის" გულშემატკივრების მხრიდან გარეტ ბეილის მიმართ გამოხატული კრიტიკისა და ანტიპათიის გამო, უელსელი ფეხბურთელის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა დუმილი დაარღვია და შექმნილ ვითარებას ემოციურად გამოეხმაურა.

"მადრიდის "რეალის" გულშემატკივართა ეს თაობა გარეტ ბეილის გოლების შესახებ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ილაპარაკებს."

"გულწრფელად რომ გითხრათ, "რეალის" მხარდამჭერებს უნდა რცხვენოდეთ საკუთარი თავის."

"ამ სეზონის 33 მატჩში, ბეილმა 13 გოლი გაიტანა და ახლახანს "ლოს ბლანკოსში" თავისი მე-100 გოლიც შეაგდო."

"გარეტ ბეილი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. უაღრესად სამარცხვინოა მას როგორც ეპყრობიან."

"დავიღალეთ იმ ცრუ ისტორიებით, რომ თითქოსდა იგი მადრიდის "რეალის" დასატოვებლად ემზადება."

"მან კლუბში 6 წელი გაატარა და ყველაფერი მოიგო. ბეილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და გულშემატკივრებს მის მიმართ დიდი მადლიერება მართებთ."
- ნათქვამია ბეილის 29 წლის წარმომადგენლის ინტერვიუში, რომელიც ესპანურმა გამოცემა MARCA-მ გამოაქვეყნა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, გარეტ ბეილი "ელ კლასიკოს" დასრულებას აღარ დაელოდა და მოედანი დროზე ადრე დატოვა - იხილეთ სტატია





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა