ტალიაფიკო "რეალში" ? ფეხბურთელის აგენტი ტრანსფერის თაობაზე კომენტარს აკეთებს » "რეალის" ფან-კლუბი


ტალიაფიკო "რეალში" ? ფეხბურთელის აგენტი ტრანსფერის თაობაზე კომენტარს აკეთებს

image


"აიაქსის" ფეხბურთელის ნიკოლას ტალიაფიკოს აგენტი რიკარდო შლიპერი აცხადებს, რომ მადრიდის "რეალს" მისი გაფორმება სწადია. აგენტის თქმით, ეს გარემოება იმით აიხსნება, რომ მოამვალ სეზონში მარსელო შესაძლოა "იუვენტუსში" აღმოჩნდეს.

"როგორც ამბობენ, ტალიაფიკო "რეალის" სამიზნე ფეხბურთელია იმდენად, რამდენადაც მარსელომ კარიერა შესაძლოა "იუვენტუსში" განაგრძოს. ჯერ-ჯერობით ჩემთვის არავის დაურეკავს და არც სხვა გუნდები შემხმიანებიან."

"ნიკოლასს კონტრაქტში კიდევ 2 წელი აქვს დარჩენილი და ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაცაა დასახელებული. კონტრაქტში "აიაქსმა" ევროპული კლუბებისთვის მინიმალური გამოსასყიდი თანხა ჩაწერა. რომლებია ეს კლუბები? ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ მათ შორის ესპანური გრანდები ნამდვილად არიან. ვფიქრობ, დროა ტალიაფიკომ საკუთარი თავი უფრო მაღალ დონეზე გამოსცადოს."
- ციტირებს ფეხბურთელის პირადი წარმომადგენლის სიტყვებს "Radio Rivadavia".

შეგახსენებთ, რომ 5 მარტს, ღამის 00:00 საათზე, მადრიდის "რეალი" "აიაქსს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" უმასპინძლებს. პლეი-ოფის პირველი მატჩი კი "თეთრების" გამარჯვების დასრულდა, ანგარიშით 2:1.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა