ჟოზე მოურინიოს კომენტარი ედენ აზარის "რეალში" ტრანსფერის თაობაზე

image


ჟოზე მოურინიოს აზრით, თავისი ნიჭიერებითა და ექსტრავაგანტულობით, ედენ აზარი "ლა ლიგის" გრანდ მადრიდის "რეალს" მოუხდება.

თებერვლის დასაწყისში, 28 წლის აზარმა განაცხადა, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მას მოგვიანებით გაასაჯაროვებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩება აზარი თუ მართლაც "ლოს ბლანკოსზე" შეაჩერებს არჩევანს.

ბელგიის ეროვნული ნაკრების წევრის კონტრაქტი "ჩელსისთან" 2020 წლამდე ფუნქციონირებს. პარალელურად, ვინგერის სახელს მადრიდის "რეალთან" რეგულარულად აკავშირებენ.

არც მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იცის, თუ რას გადაწყვეტს აზარი, მაგრამ ამ უკანასკნელის აზრით, ბელგიელს შეუძლია "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაბრწყინება.

"ედენი ამბიციური პიროვნებაა. საკითხავია, მთელი ცხოვრება დარჩება "ჩელსიში" თუ მადრიდის "რეალს" შეუერთდება?"

"ზუსტად ვერ გეტყვით, რადგანაც მასთან დიდი ხანია არ მისაუბრია."

"მოდით, ნიჭიერებაზე ვილაპარაკოთ. აქვს თუ არა საკმარისი ნიჭი იმისათვის, რომ მადრიდის "რეალში" იყოს? რა თქმა უნდა. არის თუ არა შინაგანად ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია "თეთრების" მძიმე და საპასუხისმგებლო მაისური იტვირთოს? ორი აზრი არ არსებობს!"
- ციტირებს წყარო "DAZN" მოურინიოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ აზარი "ჩელსიში" 2012 წელს "ლილიდან" გადავიდა. ბელგიელმა "პრემიერ ლიგის" ორი ტიტული მოიგო და კლუბთან ერთად გამარჯვება ევროპის ლიგაზეც იზეიმა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა