ლუის ენრიკემ მოდრიჩსა და მესის შორის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

image


ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ერთა ლიგის ფარგლებში, ხორვატიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა, რის შემდგომაც, ფეხბურთელთა ინდივიდუალური ჯილდოების საკითხსაც შეეხო.

აი, რა განაცხადა 48 წლის სპეციალისტმა:

„რაღა თქმა უნდა, ინგლისის ეროვნული ნაკრების დამარცხების შემდგომ, გარკვეულ ეიფორიაში ვიმყოფებით. ეს ბუნებრივია - მოპოვებული გამარჯვება არა მარტო ჩვენს გულშემატკივრებს, არამედ ჩვენც მთელი არსებით გაგვიხარდა. თუმცაღა, ჩვენ პროფესიონალები ვართ, ძნელი და ხანგრძლივი მოგზაურობის შემდგომ, მომდევნო დაპირისპირებისათვის საუკეთესოდ მოვემზადებით.“

„როდესაც ხორვატიას ახსენებ, პირველ რიგში, მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეს მოდრიჩი და რაკიტიჩი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ინდივიდუალურ ჯილდოს ორივე მათგანი იმსახურებს, მაგრამ როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მესის უნდა გადაეცეს. ამ წოდებას იგი ყველა სხვა ფეხბურთელზე მეტად იმსახურებს. არგენტინელი თავის კონკურენტებზე რამდენიმე საფეხურით მაღლა დგას.“ - ციტირებს ლუის ენრიკეს სიტყვებს „Reali.Ge”.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები ხორვატიას დღეს, 11 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება.
loading...







მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა