სოლარის მატჩის შემდგომი ინტერვიუ: "როგორც უნდა ისე აღნიშნოს, ეს ჩემი საქმე არ არის"

image


"ლევანტეს" 2:1 ანგარიშით დამარცხების შემდგომ, სანტიაგო სოლარი ჟურნალისტებს გაესაუბრა და ამგვარი კომენტარი გააკეთა:

"მოვლენებს დადებითად ვუყურებთ და თამაშების მოსაგებად ბევრს ვშრომობთ. წლებია "ლევანტე" დამარცხებული არ გვყავდა. ძალიან ძლიერი გუნდია და სტუმრად თამაშის მოგება ურთულესი დავალებაა. სერიოზული პერფორმანსი იყო. გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა, მაგალითად ვინისიუსს შეეძლო მომენტებით ესარგებლა. თამაშის მოგება უფრო დიდი სხვაობით შეგვეძლო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტივი მატჩი იყო."

"თითოეულ მატჩს ისე ვიღებთ, როგორც ცალკეულ გამოწვევას. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. სამივე ტურნირის მოგების შანსი გვაქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ისაა, რომელიც მოახლოებულია. რაც მოხდა, მოხდა. ფაქტია, რომ მოედანზე ბიჭებმა ბევრი იბრძოლეს. ცვლილებაზე ვინც შემოვიდა, არც მათ დაზოგეს თავი და პირველი წუთიდან ბოლომდე გავისარჯეთ. თუ რამის მოგება გსურს, სულ ასეთი თავდადებით უნდა ითამაშო. მიხარია, კმაყოფილი ვარ და ფეხბურთელებზე ცუდი არაფერი მეთქმის."

"ვინისიუსი ბოლომდე მომწიფებული არ არის, ჯერ კიდევ სჭირდება დრო. რაც უფრო მეტ წუთს გაატარებს მოედანზე, მით უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებს. ის მხოლოდ და მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ შეხედეთ როგორი თავდაჯერებულობით თამაშობს! კიდევ ბევრს ისწავლის და დრო ამაში ხელს უწყობს."

"გასახდელში ბეილს შევხვდი და ძალიან გახარებული ჩანდა. ყველაფერი ჟურნალისტების მხრიდან შეთხზული სპეკულაციებია. კმაყოფილი ვარ როგორც გავიდა მოედანზე და როგორც ითამაშა. მისი დახმარებით მოვიგეთ ეს მატჩი. ბოლომდე დაიხარჯა და არ შეჩერებულა ისე დარბოდა."

"ჟურნალისტებს უფრო მეტი თვალი აქვთ, ვიდრე ჩვენ, მაგრამ მე ბეილთან მაინც ყველაზე ახლოს ვარ. მე ვიცი როგორი მოწყურებულია წარმატების მისაღწევად და როგორ უნდოდა გუნდის დახმარების პროცესში თავის გამოჩენა. მე მისით კმაყოფილი ვარ, გოლი როგორც უნდა ისე აღნიშნოს, ეს ჩემი საქმე არ არის." - ციტირებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი არგენტინელი თავკაცის სანტიაგო სოლარის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ შეხვედრამდე, მადრიდის "რეალს" "ლევანტე" ბოლოს დამარცხებული ჰყავდა 2016 წლის 3 მარტს და მაშინაც "ლევანტეს" მოედანზე.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა