"კრიშტიანუ რონალდუს 5 კი არა, 3 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული"

image


როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", "ატლეტიკომ" "იუვენტუსს" 2:0 ანგარიშით სძლია.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩის მიმდინარეობისას, "ატლეტიკოს" გულშემატკივრები კრიშტიანუ რონალდუს უსტვენდნენ და შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც ამკობდნენ. "კრიშტიანუ, შე ბ********ო" - სწორედ ამას უმღეროდნენ პორტუგალიელს ტრიბუნებზე შეკრებილი ესპანური კლუბის მხარდამჭერები.

ნაცნობ ენაზე, რონალდუს ყველაფერი შესანიშნავად ესმოდა და გულშემატკივრებს ხუთი თითი აჩვენა, რომელიც მის კარიერაში მოგებულ ჩემპიონთა ლიგის ტიტულების რაოდენობას განასახიერებდა.

მოგვიანებით, როდესაც თამაში დასრულდა და კრიშტიანუ მედიის ზონისკენ მიემართებოდა, რონალდუმ კვლავ გაიხსენა თავისი ტიტულები - მან კვლავ 5 თითი ასწია, შემდგომ კი 0-იანი აჩვენა.

"მე 5 ჩემპიონთა ლიგა მაქვს მოგებული, ამ ბიჭებს ("ატლეტიკოს") კი 0." - განაცხადა რონალდუმ ყოველი შემთხვევისთვის, რათა მისი ჟესტის ქვეტექსტი კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დარჩენილიყო.

დღეს, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ქმედებას "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ რონალდუს 5 კი არა, 3 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

ხუთშაბათს, იტალიურ რადიოსადგურ "Radio CRC"-სთან საუბრისას, სერესომ თავისი პოზიცია შემდეგნაირად განმარტა: "ჩემთვის კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგის არა 5-გზის, არამედ 3-გზის გამარჯვებულია. მას 3 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული ერთი მარტივი მიზეზის გამო: "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ორი ფინალი ითამაშა და არცერთი არ მოუგია. მაშინ ვინ იყო გამარჯვებული? მოდით, ამ თმაზე მომდევნო ინტერვიუში ვისაუბროთ." - ასეთი გახლდათ 70 წლის ესპანელის კომენტარი რონალდუს მიღწევების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსსა" და "ატლეტიკოს" შორის საპასუხო შეხვედრა 13 მარტს გაიმართება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა