ხამეს როდრიგესმა მადრიდის "რეალში" დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა

image


ხამეს როდრიგესის პოზიცია ცნობილია: მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ, კოლუმბიელი მიუნხენის "ბაიერნიდან" შესაძლოა მადრიდის "რეალში" დაბრუნდეს.

27 წლის ფეხბურთელი "ბუნდესლიგაში" 2-წლიანი იჯარის კონტრაქტით ასპარეზობს და აღნიშნული ხელშეკრულება ივნისში იწურება. თავის მხრივ, არც მიუნხენის "ბაიერნს" არ გაუკეთებია მინიშნება იმის თაობაზე, იყიდის თუ არა იგი ფეხბურთელს.

ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობის ქვეშ, ხამეს როდრიგესის მეორე სეზონი მიუნხენის "ბაიერნში" ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა და ამ გარემოებამ კოლუმბიელის ირგვლივ სხვადასხვა სახის სპეკულაციები წარმოშვა.

ფეხბურთელი ამბობს, რომ მიუნხენის "ბაიერნში" თამაშზეა ფოკუსირებული, მაგრამ მადრიდი მაინც მის სახლად რჩება.

"მადრიდში ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. სწორედ იქაა ჩემი სახლი და იქ ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც ვუყვარვარ."

"ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ როგორც იცით, ამ მომენტისათვის მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი მაკავშირებს. მოდით, ეს სეზონი ჩავამთავროთ და შემდგომ ვისაუბრო. მოვიცადოთ და დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას."

"მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ვეკონტაქტები."
- ასეთი გახლდათ კოლუმბიელი ფეხბურთელის სიტყვები რადიოსადგურ "Cadena Cope"-ის პროგრამა "El Partidazo"-სთან და "Cadena SER"-ის პროგრამა "El Larguero"-სთან საუბრისას.

როდრიგესმა კომენტარი მას შემდგომ გააკეთა, რაც "ენფილდზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში, მიუნხენის "ბაიერნმა" "ლივერპულთან" 0:0 ითამაშა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა