"კარგია, რომ "რეალი" ხელბურთს ან ჰოკეის არ თამაშობს, თორემ მადრიდი იქაც იწუწუნებდა"

image


"ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ მსაჯთა შეცდომების ირგვლივ ისაუბრა. ამჯერად, ფეხბურთელმა გაიხსენა "რეალის" ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდების უკმაყოფილება მსაჯობის მიმართ, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჰქონდა ადგილი.

ახლახანს, ესპანეთის საკალათბურთო თასის ფინალში, ერთმანეთს "რეალი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. კატალონიელებმა ოვერტაიმში მსაჯთა შეცდომის წყალობით იმარჯვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური პროტესტის ნოტა მადრიდის "რეალის" ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

აი, რას ფიქრობს პიკე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

"მადრიდის "რეალი" არ ჩერდება - ეს უკმაყოფილება, წუწუნი და საჩივრები სისტემატურად იქმნება. ისინი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩადიან, მათთვის სასიკეთო მოვლენები ხდება, შემდგომ რაღაც პერიოდის განმავლობაში დუმილს ინარჩუნებენ. კარგია, რომ სპორტის სხვა სახეობით არ არიან დაკავებულნი. მაგალითად, ხელთბურთით ან ჰოკეით, იქაც იწუწუნებდნენ და ჩივილს მოჰყვებოდნენ."

"რაც შეეხება საკალათბურთო დაპირისპირებას, მსაჯებს საერთოდ რომ არ დაეშვათ არანაირი შეცდომა, იმ მატჩს "ბარსელონა" ძირითად დროშივე მოიგებდა. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ უაზრო ხმაურია იმ ფაქტის გადასაფარად, რომ "ბარსელონამ" დამსახურებულად შეძლო ტიტულის მოგება." - ციტირებს ესპანური გამოცემა "Marca" 32 წლის ფეხბურთელის სიტყვებს.

ყველას აქვს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების უფლება, თუმცა პიკესგან ამგვარ სტილში სიტყვით გამოსვლას უკვე მიჩვეული ვართ და მისგან აღარაფერი გვიკვირს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა