დანილომ გვარდიოლა და ზიდანი ერთმანეთს შეადარა

image


"მანჩესტერ სიტის" მცველმა დანილომ პეპ გვარდიოლას და ზინედინ ზიდანის საქმიანობა ერთმანეთს შეადარა.

"რაღა თქმა უნდა, გვარდიოლა და ზიდანი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ისინი უმაღლესი დონის მთავარი მწვრთნელები არიან და მათი შედარება რთულია. მიხარია, რომ ორივესთან მოვახერხე თანამშრომლობა."

"პეპ გვარდიოლა ყველა დეტალს კოლოსალურ მნიშვნელობას ანიჭებს, ამაში მას ბადალი არ ჰყავს. მეორე მხრივ, რასაც ზიდანმა მიაღწია, უბრალოდ დაუჯერებელია. ის ნამდვილი გამარჯვებულია."


მთავარი მწვრთნელების გვერდით, ბრაზილიელმა მცველმა ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონატებზეც ისაუბრა:

"ინგლისური ფეხბურთი ფიზიკურად უფრო მეტს მოითხოვს და ტექნიკის თვალსაზრისით ბევრად უფრო სტაბილური და მოწესრიგებულია. ამ ყველაფერს "ლა ლიგის" მიმართ დიდი პატივისცემის ფონზე ვამბობ, ორივე ჩემპიონატი საუკეთესოა, თუმცაღა, ყველა გუნდი მაქსიმალურად ცდილობს ინგლისის პრემიერ ლიგის მოგებას. ესპანეთში ამგვარი რამ არ ხდება."
- ციტირებს 27 წლის დანილოს სიტყვებს ესპანური გამოცემა "Marca".

"პრემიერ ლიგის" მიმდინარე გათამაშებაში, დანილომ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა