"იუვენტუსის" ფეხბურთელმა აღიარა, რომ "რეალის" შემოთავაზებას უარით უპასუხა

image


"იუვენტუსის" ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ ტურინულ კლუბში დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

"ზედიზედ 7 "სკუდეტო", ახლა კი "ნაპოლისთან" 13 ქულიანი სხვაობა. ეს არც ისეთი მარტივი გასაკეთებელია, ერთი შეხედვით როგორც ჩანს. იტალიური ფეხბურთის დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა. გულწრფელად გეტყვით: იყო დრო, როდესაც "იუვენტუსი" სხვა გუნდებს ყველა ასპექტში ჩაგრავდა. ჩვენ ვთამაშობდით "ნაპოლის", "ინტერისა" და "მილანის" წინააღმდეგ და პარალელურად ვგრძნობდით, რომ გამარჯვების მოპოვებას უპრობლემოდ შევძლებდით. ახლა, ამ დავალებების შესრულება ადვილი სულაც აღარაა."

"მართალია თუ არა, რომ მადრიდის "რეალის" წინადადებაზე უარი ვთქვი? დიახ, ეს მართლაც ასეა. მადრიდის "რეალი" ყურადღებით მადევნებდა თვალს. ეს ჩემთვის საამაყო, საპასუხისმგებლო და სასიამოვნო იყო. ასეთი დიდებულის კლუბის სატრანსფერო სამიზნე როდესაც ხარ, შეუძლებელია ამგვარი გრძნობები არ გეუფლებოდეს."
- ციტირებს 31 წლის იტალიელის სიტყვებს ესპანური გამოცემა "AS".

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი 2010-2017 წლებში "იუვენტუსში" თამაშობდა, 2017-2018 წლის სეზონი "მილანში" გაატარა, გასულ წელს კი კვლავ ტურინულ კლუბს დაუბრუნდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა