Food Tips and Chef's Answers


7 საინტერესო ფაქტი მოდრიჩის შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

image


ლუკა მოდრიჩი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ვარსკვლავად იქცა, რომლის სახელი გულშემატკივართა ბაგეებიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში განუწყვეტლივ გაისმოდა.

მართალია, ხორვატის სახელს "ინტერთან" აქტიურად აკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ ფეხბურთელი მადრიდის "რეალში" დარჩება.

ქვემოთ, ნიჭიერი ნახევარმცველის შესახებ საინტერესო ფაქტებს შეიტყობთ.

ბავშვობის ყველაზე საშინელი მოგონება:

ფეხბურთელის ბაბუასაც ლუკა მოდრიჩი ერქვა. მას თავისი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვები მიჰყავდა, როდესაც თავს დაესხნენ და მოკლეს.

"ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე შემზარავი მომენტი იყო." - იხსენებს ფეხბურთელი.

ათწლეულების შემდგომ, ჰააგის სასამართლომ დამნაშავეები გამოააშკარავა და მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ნამდვილი ომი იყო, რომელმაც გამაძლიერა." - დასძინა ნახევარმცველმა.

ბიჭის ნიჭიერება მისმა ბიძამ ზელკომ აღმოაჩინა:

მამამისის ტყუპისცალი ახალგაზრდობაში ფეხბურთელი იყო, რომელმაც გამხდარ ძმიშვილში ნიჭიერება მყისვე დაინახა. მოკრძალებული აღნაგობის გამო, მოდრიჩი არაერთ საფეხბურთო აკადემიაში დაიწუნეს.

წვივის დამცველები მამამ თავისი ხელით გაუკეთა:

მოდრიჩის მეტოქეები ფეხით საკმაოდ უხეშად თამაშობდნენ. ოჯახს იმის ფულიც კი არ ჰქონდა, რომ შესაბამისი დამცავი ატრიბუტებით აღეჭურვა ახალგაზრდა ლუკა.

ზაგრებში ორ სეზონში მოგებული ექვსი ტიტული:

2005 წელს მოდრიჩი ზაგრების "დინამოში" მიიწვიეს. ფეხბურთელის კლუბში ყოფნამ თავისი შედეგი გამოიღო. "დინამო" ხორვატიაში ფაქტობრივად დაუმარცხებელ კლუბად იქცა.

დიდი წინსვლა ხუანდე რამოსის ხელმძღვანელობის ქვეშ:


მაშინ, როდესაც "ტოტენჰემს" სათავეში ესპანელი მწვრთნელი ედგა, მან ხელმძღვანელობა კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის განხორციელების ეფექტიანობაში დაარწმუნა. შედეგად, 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მოდრიჩმა პრემიერ ლიგას მიაშურა.

ბოლომდე "მადრიდისტა":

"ძალიან ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც მადრიდის "რეალი" ისე ეყვარება, როგორც მოდრიჩს. როცა კი ჩვენ წინააღმდეგ ასპარეზობს, "რეალის" მიმართ მისი თავდადება ყველასთვის ნათელი ხდება." - განაცხადა "ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ესპანეთის ნაკრების თანაგუნდელზე.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელს მოდრიჩი ძალიან უყვარს და დიდ პატივსაც სცემს:

ზლატკო დალიჩი, რომელმაც რუსეთში, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხორვატიის ეროვნული ნაკრები ფინალში გაიყვანა, დარწმუნებულია, რომ ხორვატი ნახევარმცველი ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა და ეს არ კმარა - დალიჩი იმასაც თამამად აცხადებს, რომ ლუკა მოდრიჩი დიდებული ადამიანია...





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება