ტიბო კურტუას კომენტარი "ჩელსის" ვარჯიშების ბოიკოტთან დაკავშირებით

image


"ჩელსის" გულშემატკივრებს შორის, დიდი აჟიოტაჟი შექმნა ტიბო კურტუას გადაწყვეტილებამ არ დასწრებოდა კლუბის ვარჯიშებს.

მომხდარის გამო, კურტუას ქმედებები ბოიკოტად წარმოჩინდა, რის გამოც, ბელგიელმა ინგლისელი გულშემატკივრების დიდი რისხვა და ანტიპათია დაიმსახურა.

აი, რა განაცხადა 26 წლის მეკარემ აღნიშნულთან დაკავშირებით:

„მინდა ვთქვა, რომ „ჩელსის“ გულშემატკივრებმა არასწორად გამიგეს. აშკარაა, რომ მათ სრული სიმართლე არ იციან. ჯერ კიდევ მარტში, „რეალში“ გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე, რაც წინასწარ ვაცნობე ორივე კლუბის ხელმძღვანელობას.“

„როდესაც „რეალში“ ტრანსფერი ძალიან ახლოს იყო განხორციელებასთან, მე „ჩელსის“ ვარჯიშებს აღარ დავესწარი, რადგანაც არ მინდოდა თანაგუნდელების შეწუხება და ჩვენ შორის არაჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა. მიყვარს „ჩელსი“ და მომწონდა იქ თამაშიც.“

„მე ესპანეთში დაბრუნების უნიკალური შანსი მომეცა. ამ გზით, ჩემ შვილებთან უფრო ახლოს ვიქნებოდი, ეს კი ჩემთვის ყველაზე მეტს ნიშნავს."

"მჯერა, რომ „ჩელსის“ ყველა თუ არა, ბევრი გულშემატკივარი მაინც გამიგებს და მათ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ."

"ძალიან მიხარია, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში, "ჩელსიმ" პირველი 4 მატჩის მოგება მოახერხა. ვიმედოვნებ, რომ ინგლისური კლუბი ჩემპიონატის მოგებასაც შეძლებს.“ - ციტირებს მადრიდის "რეალის" გოლკიპერის სიტყვების "Reali.Ge".

შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუას სატრანსფერო თანხამ 35 მილიონი ევრო შეადგინა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა